
"სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ბოლო ერთ წელში ₾240 მლნ დაიზოგა - რომელ პროექტებს შეეხო ოპტიმიზაცია?
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ოპტიმიზაციის შედეგად 240 მილიონი ლარი დაიზოგა.
როგორც ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლშია ნათქვამი, განახლდა შესყიდვების გეგმა და მოხდა ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაგეგმილი ხარჯები დაახლოებით 240 მილიონი ლარით შემცირდა.
სახელმწიფო საწარმოში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი მოცულობით, 111 მილიონი ლარი დაიზოგა ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტზე, ასევე ოპტიმიზაცია შეეხო ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების პროექტებს.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ოპტიმიზაცია შემდეგ პროექტებს შეეხო:
• ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტი – დაახლოებით 111 მილიონი ლარი: • ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობა – დაახლოებით 20 მილიონი ლარი; • ელექტროგადამცემი ხაზების: „წყალტუბო-ახალციხე“, „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა – 25 მილიონ ლარზე მეტი; • „ლაჯანური-წყალტუბოს“ პროექტის ცვლილება – 16 მილიონ ლარამდე; • ქვესადგური „იდლიანის“ მშენებლობა – 5 მილიონ ლარამდე; • ელექტროგადამცემი ხაზი „სტორის“ მშენებლობა – 8 მილიონ ლარზე მეტი.
2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები
"პრიორიტეტები გადაიხედა" - დავით ნარმანია ელექტროსისტემის საინვესტიციო გეგმის 9%-იან შესრულებაზე