მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია - კაკაურიძე
"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია - კაკაურიძე

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია - კაკაურიძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 09:46|bm.ge

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

კაკაურიძე არ აკონკრეტებს თანხის მოცულობას, თუმცა BMG-სთან აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოში ოპტიმიზაციის შედეგად, როგორც საკადრო, ასევე შესყიდვების ნაწილში გარკვეული თანხები დაიზოგა, რაც კომპანიის ინვესტიციებს მოხმარდება.

რაც შეეხება საკითხს, საწარმოში დაზოგილი თანხების მიუხედავად, რატომ ერთვება ქვესადგურის მშენებლობაში კერძო სექტორი, კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში თავად კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე დადგა.

“გარკვეული ეკონომიები ელექტროსისტემაში იყო. მათ შორის როგორც სახელფასო, ასევე შესყიდვების ნაწილში მოხდა გარკვეული დაზოგვები და ეს თანხები არ მიდის ბიუჯეტში, ეს მოხმარდება კვლავ ისევ ინვესტიციებს იმავე კომპანიებში. [ელექტროსისტემის] ფინანსური მდგომარეობა წელს გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც შარშან ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჯამში ელექტროსისტემას სჭირდება დაახლოებით 1-1.2 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც ათწლიანი სამოქმედო გეგმით არის [გაწერილი] და ამავდროულად არის კომპანიები, რომელსაც უფრო მალე უნდა კონკრეტული მიმართულებით [ინვესტიციების] განხორციელება, აქ შეიძლება სწორედ კერძო-საჯარო პარტნიორობა [შედგეს], სადაც გარკვეულ ნაწილში ინვესტიციას თავად განახორციელებს ინვესტორი.

ის ინვესტორი, რომელსაც უფრო დროზე სურს მიიღოს ის სარგებელი, რაც ელექტროსისტემის გეგმით შეიძლება მიიღოს ხუთი ან ექვსი წლის შემდეგ, მას აწყობს, რომ დროში ფულის ღირებულების ნაწილში თვითონ განახორციელოს ქსელზე დაერთების ინვესტიცია. ეს არის მათი მთავარი პრინციპი. ეს არ ეხება ყველას, რა თქმა უნდა. ის ათწლიანი გეგმა, რომელიც აქვს და ელექტროსისტემა აკეთებს ნაწილობრივ საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხებით და დიდ ნაწილს უკვე დაიწყებს საკუთარი ინვესტიციებით განხორციელებას, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქსელი იყოს გამართული და ბევრმა კომპანიამ ქსელზე დაერთება შეძლოს”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

"სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმედი L ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერია

იმედი L ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერია

BM.GE

I კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11%-ით ₾62 მლრდ-მდე გაიზარდა

I კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11%-ით ₾62 მლრდ-მდე გაიზარდა

BM.GE

საქართველოს ბანკსა და "თეგეტა ჰოლდინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და "თეგეტა ჰოლდინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

რუსეთში სომხური აგროპროდუქტების ალტერნატივად აზერბაიჯანულს ასახელებენ

რუსეთში სომხური აგროპროდუქტების ალტერნატივად აზერბაიჯანულს ასახელებენ

BM.GE