მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო კახეთში ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე იბარებს|გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა
სახელმწიფო კახეთში ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე იბარებს|გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა

სახელმწიფო კახეთში ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე იბარებს|გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 14:53|bm.ge

29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 113,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან - 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე.

"რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. კახეთში ყურძნის მოსავალი 8 300-მდე მევენახემ დააბინავა", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.

წლევანდელი რთველის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იბარებს.

"რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.

ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას", - წერია პრესრელიზში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კახეთში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინატვ პირველი
  • კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდარუსთავი 2
  • კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდაიმედი
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე კაცი დააკავესნეტგაზეთი
კახეთში →

მსგავსი სტატიები

კონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის

კონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

MEDIC 360° - მასშტაბური სამედიცინო გამოფენა

MEDIC 360° - მასშტაბური სამედიცინო გამოფენა

BM.GE

“ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური დუშეთში გახსნა

“ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური დუშეთში გახსნა

BM.GE