მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $11.3 მილიარდია, კერძო სექტორის კი $18.3 მილიარდი
სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $11.3 მილიარდია, კერძო სექტორის კი $18.3 მილიარდი

სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $11.3 მილიარდია, კერძო სექტორის კი $18.3 მილიარდი

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 21:46|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის ვალს. 2026 წლის 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მთლიანმა საგარეო ვალმა 28.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7 მლრდ დოლარით, 6.4%-ით მეტია.

სახელმწიფო საგარეო ვალი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 11.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 11.5 მლრდ დოლართან შედარებით 200 მლნ დოლარით, 1.7%-ით ნაკლებია. სახელმწიფო საგარეო ვალის შეფარდება მშპ-სთან 27.7% იყო, წინა წლის 32.4%-თან შედარებით 4.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

სახელმწიფო საგარეო ვალის შემადგენელი ნაწილების მიხედვით:

• სამთავრობო სექტორის ვალი 9.1 მლრდ დოლარს შეადგენს, 2025 წლის 8.9 მლრდ დოლართან შედარებით 200 მლნ დოლარით, 2.2%-ით მეტი. მისი წილი მშპ-სთან 22.4%-ია, წინა წლის 25.3%-თან შედარებით 2.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები. • ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 733.9 მლნ დოლარია, რაც ერთი წლის წინანდელ 821.1 მლნ დოლართან შედარებით 87.2 მლნ დოლარით, 10.6%-ით ნაკლებია. • სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 483.0 მლნ დოლარს შეადგენს, 2025 წლის 451.8 მლნ დოლართან შედარებით 31.2 მლნ დოლარით, 6.9%-ით მეტი. • სახელმწიფო საწარმოების სესხები 907.2 მლნ დოლარია, წინა წლის 1.3 მლრდ დოლართან შედარებით 392.8 მლნ დოლარით, 30.2%-ით ნაკლები.

კერძო სექტორის საგარეო ვალი - 18.3 მილიარდი ლარი

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 10.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 9.1 მლრდ დოლართან შედარებით 1.7 მლრდ დოლარით, 18.7%-ით მეტია. მისი შეფარდება მშპ-სთან 26.4%-ს შეადგენს, წინა წლის 25.8%-თან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით მეტი.

სხვა სექტორების საგარეო ვალი 4.2 მლრდ დოლარია, რაც წინა წლის 4.9 მლრდ დოლართან შედარებით 700 მლნ დოლარით, 14.3%-ით ნაკლებია. მისი შეფარდება მშპ-სთან 10.3%-ია, წინა წლის 14.0%-თან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

კომპანიათაშორისი ვალი 3.3 მლრდ დოლარს შეადგენს, 2025 წლის 2.7 მლრდ დოლართან შედარებით 600 მლნ დოლარით, 22.2%-ით მეტი. კომპანიათაშორისი ვალის შეფარდება მშპ-სთან 8.2%-ია, წინა წლის 7.7%-თან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • „ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყებაფორმულა
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE