მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას | Rustavi2
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას | Rustavi2

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 11-12 ოქტომბრის ღამეს საფრანგეთის სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგას. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

პარიზში გამართული "დიდი შვიდეულის" (G7) მინისტერიალის შემდეგ, ბარომ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საფრანგეთში ირანის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

მისივე თქმით, საფრანგეთი თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ იმოქმედებს და ევროკავშირის დონეზე აუცილებელ სანქციებს დააწესებს.

მოგვიანებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ 16 ნოემბერს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროპაში მიმდინარე კიბერთავდასხმების საკითს განიხილავენ.

"თუ დადასტურდება, რომ ამ თავდასხმების უკან კონკრეტული მხარე [პირი ან სახელმწიფო] დგას, ჩვენი პასუხი უფრო მკაცრი უნდა იყოს", - განაცხადა კალასმა.

11-12 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის მასშტაბით 700-ზე მეტი საცალო ვაჭრობის ობიექტის სამაცივრე დანადგარები გახდა. დაზარალებულ მაღაზიებს შორის იყვნენ ქსელები Carrefour-ი, Monoprix-ი, Intermarché-ი და Coopérative U. თავდამსხმელებმა მაცივრების ტემპერატურის პარამეტრები ხელოვნურად შეცვალეს.

ბაროს კომენტარის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმებმა "მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, მათ შორის ხანძრები, ხოლო საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის სავარაუდო დანაკარგი ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს".

"ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინტერესებსა და საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • სტამბოლის სასამართლომ თურქეთის ყოფილი მინისტრი საინვესტიციო ფონდების საქმეზე დააპატიმრაBM.GE
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
  • ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენტვ პირველი
მინისტრი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი ჩატარდა

ახალციხეში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი ჩატარდა

რუსთავი 2

არსებითი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდება სხვადასხვა საარჩევნო პროცედურა - გიორგი ჩაკვეტაძე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე

არსებითი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდება სხვადასხვა საარჩევნო პროცედურა - გიორგი ჩაკვეტაძე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე

რუსთავი 2

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

რუსთავი 2

ბათუმში, 385 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ახლად რეაბილიტირებული მე-6 საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბათუმში, 385 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ახლად რეაბილიტირებული მე-6 საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავი 2