მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური ცვლილებები კორუფციას ვერ აღმოფხვრის" - ირაკლი აბესაძე
"სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური ცვლილებები კორუფციას ვერ აღმოფხვრის" - ირაკლი აბესაძე

"სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური ცვლილებები კორუფციას ვერ აღმოფხვრის" - ირაკლი აბესაძე

BM.GE24 მაისი, 2026, 20:37|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2025 წლის ანგარიშში მარეგულირებელ კანონმდებლობაში იმ ცვლილებებზე წერს, რომელიც სამართლებრივი ბაზრის სრულყოფისთვის მომავალი თვიდან უნდა ამოქმედდეს. კერძოდ, 1 ივნისიდან იქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება - სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში კონსოლიდირებულ და მსხვილ ტენდერებს განახორციელებს.

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ირაკლი აბესაძის შეფასებით, კანონში ნებისმიერი ტექნიკური შესწორება მხოლოდ ფორმალობაა და რეალურ პრობლემას, რაც სისტემურ კორუფციას უკავშირდება, ვერ აღმოფხვრის.

„ცვლილებები, რომელიც განხორციელებულია და ძალაში სულ მალე შევა, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ისეთ ფუნდამენტურ პრობლემას, როგორიც კორუფციაა “ქართული ოცნების” პირობებში, უბრალოდ ვერ აღმოფხვრის.

ფაქტობრივად არ არსებობს სახელმწიფო ან მუნიციპალური უწყება, რომლის კორუფციაზეც უკვე თავად "ქართული ოცნების" პროკურატურა ან სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ საუბრობს. შესაბამისად, გამონაკლისად ვერ დარჩება ვერც ის, თუნდაც ახალი ცენტრალური შესყიდვების ორგანიზაცია, რომელიც ამავე რეჟიმის პირობებში და ამავე სახელმწიფო სტრუქტურაში შეიქმნება. ის, რომ ტოტალურად კორუმპირებულია სახელმწიფო შესყიდვების სქემა, ამის არაერთი მაგალითი თავად მოგვიყვანეს.

ერთადერთი, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვნად იმუშავა კორუფციის წინააღმდეგ, ეს იყო საჯაროობა და გამჭვირვალობა, თუმცა ვხედავთ, რომ აი ამ საჯაროობის, გამჭვირვალობის, დამკვირვებლებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ქართული ოცნების ჩინოვნიკები ახერხებენ მოიპარონ მრავალი მილიონი, ასეულობით და შესაძლებელია წლების ჭრილში უკვე მილიარდობით ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან. ამიტომ მსგავსი ტექნიკური ცვლილებები, რომლებიც ახლა უნდა შევიდეს ძალაში ან რომელიც შესაძლებელია მომავალში განხორციელდეს ამ რეჟიმის პირობებში, უბრალოდ თავის მოტყუებაა, რომ კორუფციას შეამცირებს”, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელს და მომსახურებას შეიძენს. მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისთვის დაწესდება საფასური – 100 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირებულია, მთავრობამ მემორანდუმების ტარიფებს უნდა გადახედოს - "ბემონი"

BM.GE

ველით, რომ კომპანიები კორპუსებიდან უფრო გაუმჯობესებულ საოფისე სივრცეებში გადაინაცვლებენ - ნატო ბოჭორიშვილი

ველით, რომ კომპანიები კორპუსებიდან უფრო გაუმჯობესებულ საოფისე სივრცეებში გადაინაცვლებენ - ნატო ბოჭორიშვილი

BM.GE

"ცვლილებები ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს" - "ანაგის" გენდირექტორი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმაზე

"ცვლილებები ნამდვილად ისტორიულ ხასიათს ატარებს" - "ანაგის" გენდირექტორი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმაზე

BM.GE