მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში და სად საქმდება - მინისტრის მოადგილე
სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში და სად საქმდება - მინისტრის მოადგილე

სახელმწიფოს უკვე აქვს სრული ინფორმაცია, ვინ შემოდის ქვეყანაში და სად საქმდება - მინისტრის მოადგილე

BM.GE16 ივლისი, 2026, 15:04|bm.ge

შრომითი მიგრაციის რეგულაციების ამოქმედებიდან სამი თვის მონაცემები საბოლოო შეფასებების გასაკეთებლად საკმარისი არ არის, თუმცა სახელმწიფოს უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში შემოსული უცხოელების შესახებ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გავლენა იქონია რეგულაციებმა ბიზნესზე და რამდენად ამართლებს მთავრობის პოზიცია, რომ უცხოელი დასაქმებულები საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ადგილებს იკავებენ, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ რეგულაციების ამოქმედებიდან გასული პერიოდი სტატისტიკური ანალიზისთვის არასაკმარისია.

„არცერთი საქმე ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. არც ბიზნესში, არც პოლიტიკაში, არც მით უმეტეს რეფორმების განხორციელების დროს ერთი ხელის მოსმით ყველაფერი არ გამოდის. ამას უნდა მეთოდური, ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობა. გეტყვით, რომ სტატისტიკა ერთ თვეში არ ყალიბდება. თქვენ ფიქრობთ, ერთ თვეში შეიძლება რამე სტატისტიკა ჩამოყალიბდეს?“

მისივე თქმით, პირველი მარტიდან ამოქმედებული რეგულაციების შეფასება მხოლოდ სამი თვის მონაცემებზე დაყრდნობით არასწორი იქნება.

„პირველი მარტიდან დავიწყეთ, დღეს არის 16 ივლისი. სამ თვეში ჩამოყალიბებული სტატისტიკის მე არ მჯერა და ვფიქრობ, არც თქვენ არ უნდა დაიჯეროთ. ასეთი სტატისტიკა მცდარი იქნება, ყალბი იქნება“.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს უკვე აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში შემოსული უცხოელების, მათი დასაქმების სფეროების, ასევე ასაკობრივი და გენდერული პროფილის შესახებ.

„ჩვენ ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. გვაქვს სრული სურათი, სრული ინფორმაცია ამ სამ თვეში რა ტენდენციები ჩამოყალიბდა. ვინ არის შემოსული, რამდენი შემოსული, სად არის დასაქმებული, გენდერულ ჭრილში გვაქვს სრული ინფორმაცია, ასაკობრივ ჭრილში გვაქვს... ეს არაფერი არ იყო. არაფერი არ იყო ამ ქვეყანაში, საერთოდ.

თუ სახელმწიფო არსებობს და თავმოყვარე საზოგადოებად გვინდა ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის ამ ქვეყანაში, რას აკეთებს, სად არის დასაქმებული და რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი შიდა შრომის ბაზარი. ყველგან, მათ შორის ევროკავშირში, მიგრაციასთან და განსაკუთრებით შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით უმკაცრესი ნორმები და წესები მოქმედებს,“ — განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, ხოლო 1-ელი მაისიდან დაიწყო მათი აღსრულება. ახალი წესებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასაქმებისთვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღება ევალება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. დამსაქმებელი ვალდებულია ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე Worknet-ის სისტემაში განათავსოს და უცხოელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასაქმოს, თუ შესაბამისი ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა. რეგულაციების შესრულებას შრომის ინსპექციის სამსახური აკონტროლებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა როგორც დამსაქმებლის, ისე უცხოელი დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის მიმართ არის გათვალისწინებული. ცვლილებების დეკლარირებული მიზანი ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა, არალეგალური დასაქმების შემცირება და შრომითი მიგრაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეგულირებაა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერთი ფანჯრის პრინციპით, პორტებში გემის მოცდის დრო 1 საათამდე შევამცირეთ – თამარ იოსელიანი

ერთი ფანჯრის პრინციპით, პორტებში გემის მოცდის დრო 1 საათამდე შევამცირეთ – თამარ იოსელიანი

BM.GE

"მომავალი ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს" - უკრაინის ახალი პრემიერი

"მომავალი ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს" - უკრაინის ახალი პრემიერი

BM.GE

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

BM.GE