მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, მათ შორის ფერმების განვითარებისთვის - "კაჭრეთის ყველი"
სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, მათ შორის ფერმების განვითარებისთვის - "კაჭრეთის ყველი"

სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, მათ შორის ფერმების განვითარებისთვის - "კაჭრეთის ყველი"

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

„კაჭრეთის ყველის“ დამფუძნებლის, მარიამ გამცემლიძის, შეფასებით, აგროსექტორში ნედლი რძის დეფიციტის შემცირებისთვის მცირე მეწარმეებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება და ფერმების განვითარებაა მნიშვნელოვანი.

როგორც მეწარმე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ამბობს, სახელმწიფოს არსებული პროგრამები ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა, თუმცა თანადაფინანსების მექანიზმის გამოყენებისას მცირე მეწარმეებს წინასწარი ფინანსური რესურსის მობილიზება უჭირთ.

"რეალურად, რომ არა სახელმწიფოს დახმარება, აქამდეც ვერ ვიქნებოდი მისული. აგროკრედიტები დამეხმარა აქამდე მოსვლაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საქონელი უნდა არსებობდეს, რომ ჩვენ ეს ნედლი რძე ადვილად მივიღოთ. უნდა დავეხმაროთ ფერმერებს განვითარებაში", - აცხადებს მარიამ გამცემლიძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან 50%-იანი თანადაფინანსებისა და საგრანტო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, თუმცა მცირე ბიზნესისთვის პრობლემურია პროექტის დასაწყისში საჭირო თანხის სრულად გაღება.

"ახლა არის 50%-იანი თანადაფინანსებები სახელმწიფოსგან და გრანტების სახით, ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად ვეჯახებით პრობლემას, რომ ჯერ მე უნდა დავხარჯო ეს თანხა და შემდეგ მისუბსიდირებს სახელმწიფო. ამ მომენტში რეალურად ვერ ვიძიებთ ამ დიდ თანხებს, რომ ჩამოვიყვანოთ საქონელი ან ვიყიდოთ აქვე და გავზარდოთ ფერმა, თვითონ საქონელი მივამატოთ ფერმას, რომ გვქონდეს მეტი ნედლი რძე", - ამბობს გამცემლიძე.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ნედლი რძის რესურსი ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაც იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე დამოკიდებულებასაც ზრდის.

„არსებული რესურსი არ არის ნამდვილად საკმარისი. ამიტომ არის ამდენი იმპორტირებული რძის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან ცუდად ვართ. სახელმწიფოსგან დახმარება გვჭირდება, მით უმეტეს მცირე მეწარმეებს, რომ სწრაფად განვვითარდეთ“, - აცხადებს „კაჭრეთის ყველის“ დამფუძნებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE