მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს” - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის მშენებლები ჯარიმა/საურავების ჩამოწერას?
"სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს” - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის მშენებლები ჯარიმა/საურავების ჩამოწერას?

"სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს” - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის მშენებლები ჯარიმა/საურავების ჩამოწერას?

BM.GE24 მაისი, 2026, 18:45|bm.ge

სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"-ის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ე.წ ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივას ეხმაურება და განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანიების ნაწილს პრობლემები ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შექმნილმა სტაგნაციამ შეუქმნა.

საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია “ეკონომიკური ამნისტიის” ინიციატივას ამუშავებს, რომელიც იმ კომპანიებს უნდა შეეხოს, რომლებსაც ჯარიმები და პირგასამტეხლოები აქვთ დაკისრებული. ინიციატივის მთავარი მიზანია, ბაზრის მოთამაშეებს მიეცეთ შანსი, გაჯანსაღებული ბალანსით დაუბრუნდნენ აქტიურ ბიზნესს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივა მიმართულია დარგის იმ მონაწილეებისკენ, რომლებიც ბაზარზე კეთილსინდისიერად მოქმედებენ.

"დიკა 2010"-ის ხელმძღვანელის ნათია ხვედელიძის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაციები კომპანიებს ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებს აკისრებენ, რამდენიმეა.

ხვედელიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მთავრობასთან გამართულ შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. სხვა შემთხვევებში კი, შესაძლოა შემუშავდეს სპეციალური მოდელი, რომელიც კომპანიების წარსულ გამოცდილებასა და კეთილსინდისიერებას გაითვალისწინებს.

სამშენებლო სექტორში მიიჩნევენ, რომ ამნისტია კომპანიებს „სუფთა ფურცლიდან“ მუშაობის საშუალებას მისცემს.

“პრობლემები, რომელიც კეთილსინდისიერ კომპანიებს შეექმნათ გამოწვეული იყო იმ წელიწადნახევრიანი სტაგნაციით, რაც დღეს სექტორს აქვს. ეს იყო გადასახდელი თანხების შეჩერებით გამოწვეული. ზოგ შემთხვევაში იყო, რომ პროექტები არ იყო წესრიგში, ზოგ შემთხვევაში თავად შემსრულებელსაც ჰქონდა გარკვეული ბრალეულობა, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელშეკრულებები, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით სამართლებრივ ურთიერთობებში, საკმაოდ აზიანებს კომპანიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვალდებულება მოდის კომპანიაზე და სახელმწიფოს მხრიდან რომ ჩავიკითხოთ ვალდებულებების გრაფა, ფაქტობრივად არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ თანხა ჩარიცხონ მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში.

პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაზედაც ასოციაცია აქტიურად მუშაობს აქტიურად და კომუნიკაციაშია მთავრობასთან.

რაც შეეხება ამნისტიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ მუშაობა. რეალურად ზოგი კომპანია გარემოების მსხვერპლია და მათ რომ იარსებონ და გააგრძელონ ოპერირება ბაზარზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, თუ ეს ამნისტია გამოიცემა, ბანკები უფრო მოქნილები გახდებიან კომპანიების მიმართ და რისკიანობას უფრო ნაკლებად შეაფასებენ. საუბარია არა მხოლოდ იმ კომპანიებზე, ვისი ხელშეკრულებებიც შეწყდა, არამედ სხვა კომპანიებზეც, ვისაც ეს პრობლემები არ აქვთ, ვინაიდან ბანკებმა როდესაც დაინახეს, რომ არაერთი კონტრაქტი შეწყდა, უკვე მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფებიან და ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ.

შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სექტორის სამომავლო გაჯანსაღებასთან პირდაპირ კავშირშია. მთავრობის წევრებთან შეხვედრაზევე ითქვა, რომ შესაძლებელია ამნისტიის გარკვეული პროექტის შემუშავება, თუმცა კომპანიები, რომლებზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, მათზე აღნიშნული არ გავრცელდება",-აცხადებს ნათია ხვედელიძე და კონკრეტულად განმარტავს, როგორ მივიდა სექტორი იქამდე, რომ საკმაოდ ბევრ კომპანიას ჯარიმა/საურავი აქვს დაკისრებული.

“ძირითადი პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როდესაც სამინისტროში შეიცვალა მინისტრი, შეიცვალა მგფ-ს დირექტორი, ასევე ამას მოჰყვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია. აღნიშნული კონტრაქტები გადანაწილდა განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდში და ამ გადანაწილებას დასჭირდა საკმაოდ დიდი პერიოდი. დაახლოებით 3-4 თვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ვერ ხორციელდებოდა. ჩემი შეფასებით, ამ წყვეტამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა შემდგომში შეწყვეტილ კონტრაქტებზე, იმიტომ რომ კომპანიებს ფიზიკურად საშუალება აღარ ჰქონდათ, რომ სამუშაოები ეწარმოებინათ. ამ გაჩერებული თანხების გამო უკვე ბანკებთანაც პრობლემები შეიქმნა, რადგან ყოველთვიური ვალდებულებების ანაზღაურებაც კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შესაბამისად, ამ პროცესმაც იმოქმედა შემდგომში შეწყვეტილ კონტრაქტებზე”, - აცხადებს ხვედელიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE