მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Salone del Mobile 2026 დასრულდა - რეკორდული ვიზიტორები და დიზაინის ახალი ხედვები მილანიდან
Salone del Mobile 2026 დასრულდა - რეკორდული ვიზიტორები და დიზაინის ახალი ხედვები მილანიდან

Salone del Mobile 2026 დასრულდა - რეკორდული ვიზიტორები და დიზაინის ახალი ხედვები მილანიდან

BM.GE20 მაისი, 2026, 00:10|bm.ge

მილანში გამართული Salone del Mobile 2026 დასრულდა, რომელსაც წელს რეკორდული - 316 342 ვიზიტორი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც უკვე ათწლეულებია გლობალური დიზაინის ინდუსტრიის მთავარ პლატფორმად მიიჩნევა, წელსაც მრავალფეროვანი პროგრამითა და საერთაშორისო ჩართულობით გამოირჩეოდა.

გამოფენის მნიშვნელობასა და ტენდენციებზე ლენა კილაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ Salone დღეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე ტრადიციული დიზაინის გამოფენა.

მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში ღონისძიებამ ფუნდამენტურად შეცვალა ფორმატი და გადაიქცა სივრცედ, სადაც დიზაინის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მომავალზე ინტენსიური დისკუსიები იმართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, კილაძის შეფასებით, პოსტპანდემიური პერიოდი აღმოჩნდა, რომელმაც ინდუსტრიაში ახალი ხედვები და მიდგომები გააჩინა.

„Salone del Mobile დღეს არის ადგილი, სადაც ვსვამთ მთავარ კითხვას, რა არის დიზაინი თანამედროვე სამყაროში და როგორ იცვლება მისი როლი. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ავეჯის გამოფენა, არამედ იდეების, კვლევისა და მომავლის სცენარია“, - აღნიშნავს კილაძე.

მისი თქმით, მილანის გამოფენა, რომელსაც ხშირად მსოფლიოს მთავარ დიზაინის მოვლენად მოიხსენიებენ, დღეს კომპლექსურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, სადაც მთავარი სივრცის გარდა, ქალაქში პარალელურად განვითარებული Fuorisalone, მილანს მთლიანად აქცევს გლობალური დიზაინის დედაქალაქად.

კილაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ღონისძიება ბოლო წლებში გახდა არა მხოლოდ ინდუსტრიული, არამედ საგანმანათლებლო და კვლევითი პლატფორმა, სადაც უნივერსიტეტები, ახალგაზრდა არქიტექტორები და კრეატიული ჯგუფები აქტიურად მონაწილეობენ.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კოლაბორაციები, მათ შორის OMA-თან თანამშრომლობა, რაც დიზაინის შექმნის პროცესის სრულად გადააზრებას ემსახურება - იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე : "ეს არის ფიქრი დაკვეთიდან, იდეიდან, ასეთი გარკვეული ჩეინის (chain) შექმნა საბოლოო პროდუქტამდე...".

ლენა კილაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო და კავკასია დღემდე ნაკლებად შესწავლილი ბაზარია, თუმცა სწორედ ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მისი თქმით, ადგილობრივი არქიტექტურული და დიზაინერული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაცია შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის.

"ჩვენ გვაქვს ძლიერი მემკვიდრეობა, მაგრამ საჭიროა მისი თანამედროვე ენაზე გადათარგმნა. სწორედ ამას გვაჩვენებს Salone - როგორ შეიძლება წარსული გადაიქცეს მომავლის დიზაინად", - ამბობს კილაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE