მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს
სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 19:41|bm.ge

"პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით 44-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე 70 წლამდე პენსიონერის პენსია", - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტში განაცხადა. მან კომიტეტზე ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ასეთი მოცემულობა.

"მინდა ავხსნა, რა ხდება წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, უბრალოდ რიცხვებით ვსაუბრობ ჯერჯერობით, ყოველგვარი ზედმეტი ემოციურობის გარეშე. პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით იქნება 44-ჯერ მეტი, ვიდრე 70 წლამდე პენსიონერის პენსია, რომელიც არის 350 ლარის ოდენობით. თქვენ, როგორც ამ ბიუჯეტის შესრულებაზე და ხარჯვაზე პასუხისმგებელ პირს, რამდენად სწორად და სამართლიანად მიგაჩნიათ ვითარება ქვეყანაში, სადაც ფასები იზრდება, ინფლაციაც ბევრად, თითქმის ორჯერ მაღალი, ვიდრე ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი. აი ამ ვითარებაში, პენსიონერის პენსია იყოს 350 ლარი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი იყოს 17 350 ლარი, რაც არის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით?", - თქვა გიორგი შარაშიძემ.

თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატს შესთავაზა წარადგინოს ხედვა, თუ სად არის კორექტირების რესურსი.

"2021 წელს მიღებული კანონით განისაზღვრა, რომ პენსია უნდა გაზრდილიყო 70 წლამდე მხოლოდ იმ მოცულობით, რომ ინფლაციაზე დაბალი არ ყოფილიყო ეს ზრდა და ეს დღემდე არის. თუ მომავალში გვინდა, რომ შევიმუშაოთ ერთობლივად ისეთი პოლიტიკა, რომელიც ფინანსურად შესაძლებელი იქნება და მდგრადი იქნება მისი დაფინანსება. ხელფასებზეც ბევრი ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ. მე საქმიანი წინადადება შევთავაზე შეხვედრის ბოლოს - თქვენ გაქვთ ბიუჯეტზე წვდომა, შეგიძლიათ მომდევნო შემოტანამდე მომაწოდოთ: სად ფიქრობთ, სად რა მოვაკლოთ და სად რა დავამატოთ. ძალიან კარგი იქნება, აი ამის საქმიან ნაწილში რომ გადავიდეთ, ამის განხილვა. ამიტომ თქვენგან დაველოდებით და იმედი მაქვს, რომ იმ დროში მომაწვდით, რომ მე მეორე შემოტანამდე თქვენთვის პასუხების დაბრუნება შევძლო", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პენსიის მატება და დეკრეტული ანაზღაურების ₾3 000-მდე ზრდა - ჯანდაცვის კომიტეტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს

ფინანსთა სამინისტროს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 555 მილიონი ლარით იზრდება. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია​რუსთავი 2
  • რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმატვ პირველი
  • საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდაიმედი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →მოადგილე →

მსგავსი სტატიები

"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

რატომ შეიქმნა "გასტრონომიის სააგენტო" ₾5.7 მილიონიანი ბიუჯეტით? - სამინისტროს განმარტება

რატომ შეიქმნა "გასტრონომიის სააგენტო" ₾5.7 მილიონიანი ბიუჯეტით? - სამინისტროს განმარტება

BM.GE

აშშ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს წამების მუხლით ახალ ბრალდებებს წაუყენებს

აშშ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს წამების მუხლით ახალ ბრალდებებს წაუყენებს

BM.GE