მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა
სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

BM.GE15 ივლისი, 2026, 01:20|bm.ge

სამხრეთ კავკასიურმა მილსადენმა ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან დღემდე თურქეთს თითქმის 86 მლრდ მ3 მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული მილსადენი უკვე 19 წელია ფუნქციონირებს და შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი თურქეთის ბაზარზე გადააქვს. კერძოდ, მილსადენი უზრუნველყოფს კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის ბოლოს შევიდა და თავდაპირველად „შაჰდენიზის“ პირველი ფაზის ფარგლებში მოპოვებულ გაზს ატარებდა. 2018 წლის ზაფხულიდან კი, გაფართოებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის მეშვეობით, თურქეთს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის გაზიც მიეწოდება, სადაც ის TANAP-ის გაზსადენს უერთდება.

საქართველოზე გამავალი მილსადენი ბოლო წლებში ფაქტობრივად საპროექტო დატვირთვით მუშაობს და ყოველწლიურად დაახლოებით 22 მლრდ მ3 ბუნებრივ აირს ატარებს. გასული წელს გაზსადენმა რეკორდული 23 მლრდ მ3-მდე გაზი გაატარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE