მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა
სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 19:40|bm.ge

სამხრეთ კორეის მთავრობამ 2027 წლისთვის რეკორდული, 821 ტრილიონი ვონის ($596.92 მლრდ.) მოცულობის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად გლობალური ტექნოლოგიური კონკურენციის ფონზე ხელოვნური ინტელექტის სექტორის გაძლიერებას ისახავს.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ხარჯვითი ნაწილი 2026 წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური ზრდის მაჩვენებელია. შემოსავლების მატების ფონზე, სახელმწიფოს ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდება და 48.3%-ს მიაღწევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლები 40.7%-ით გაიზრდება და 584.4 ტრილიონ ვონს მიაღწევს. ამ მაჩვენებლის ზრდას ძირითადად ნახევარგამტარების ინდუსტრიიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები განაპირობებს. კერძოდ, ტექნოლოგიური გიგანტების, Samsung-ისა და SK Hynix-ის მოგება ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილმა მოთხოვნამ საგრძნობლად გაზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ობლიგაციების ემისიას, 2027 წელს სახაზინო ფასიანი ქაღალდების გაყიდვები 222.8 ტრილიონ ვონამდე შემცირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

BM.GE

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

BM.GE