მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი
ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE23 აგვისტო, 2026, 19:07|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 45 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი“, - აღნიშნავს უწყება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

BM.GE