მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?
სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE23 აგვისტო, 2026, 20:03|bm.ge

განათლების სამინისტრო რუსთავსა და ქუთაისში პირველკურსელთა მიღების ღონისძიების მოწყობას გეგმავს, რომლის ორგანიზებისთვისაც გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის მოცულობა 742 251 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 17 000 პირველკურსელი (რუსთავი – დაახლოებით 12 000, ქუთაისი – დაახლოებით 5 000).

ღონისძიების ჩასატარებლად გათვალისწინებულია ორი დღე: 2026 წლის 16 სექტემბერი ქ. ქუთაისში და 2026 წლის 18 სექტემბერი ქ. რუსთავში.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა მიღების ღონისძიების სრული ორგანიზება, ტექნიკური უზრუნველყოფა, სივრცის მოწყობა/დაბრენდვა, მუსიკალური პროგრამა, კვების ზონის ორგანიზება, უსაფრთხოების, დასუფთავების და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, ლოჯისტიკის - ტრანსპორტირების, მონტაჟის და დემონტაჟის უზრუნველყოფა.ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს:-ოფიციალურ პირთა სიტყვით გამოსვლას;-საკონცერტო პროგრამას;-ფუდკორტის სივრცის მოწყობას;-ღონისძიების ტერიტორიის ერთიანი კონცეფციით გაფორმებასა და ბრენდირებას;-სცენის, საკონცერტო და მთლიანი სივრცის ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობას;-ღონისძიების სრულ ტექნიკურ, საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას;-ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში სწავლას ათასობით სტუდენტი იწყებს სრულიად უფასოდ. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, მასშტაბურობისა და ახალგაზრდების განათლების სისტემაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია გაიმართოს პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება.აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო წლის დაწყების პერიოდში, რათა პირველკურსელებისთვის შეიქმნას პოზიტიური და ინკლუზიური გარემო, გაძლიერდეს მათი კავშირი უმაღლესი განათლების სისტემასთან და ხელი შეეწყოს სტუდენტური საზოგადოების ფორმირებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა და პოპულარიზაცია.ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, ინფორმაცია მიაწოდონ რეფორმის შედეგად განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ უშუალოდ შეეხებათ და მათთვის ერთიან სივრცეში გააერთიანოს საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი აქტივობები”, - წერია ტენდერის განმარტებაში.

ცნობისთვის, მთავრობას სურს საუნივერსიტეტო ქალაქებად რუსთავი და ქუთაისი აქციოს.

მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას აანონსებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებსიმედი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE