მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვა

BM.GE22 ივლისი, 2026, 03:45|bm.ge

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვია. როგორც ირკვევა, ლი ჯე მიუნგმა საკუთარი ბინა მის მიერვე შემოღებული კანონის დარღვევით გაყიდა.

კერძოდ, სახლის დროულად და ძვირად გასხვისებით დაინტერესებულმა ლიდერმა საკმარისი თანხის არმქონე დაინტერესებულ პირს ფული თავად ასესხა.

საუბარია ჯამურად $1.98 მილიონის ტრანზაქციაზე. განმარტებისთვის, დღეს სამხრეთ კორეაში რიგით მოქალაქეებს $140,000 დოლარზე მეტის იპოთეკური სესხის აღების უფლება არ აქვთ.

საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოქვეყნებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი დაგმეს და ლი ჯე მიუნგი მის მიერვე შექმნილი რეგულაციებისთვის გვერდის ავლაში დაადანაშაულეს. ვითარება გაამწვავა ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის ხუმრობამაც, თითქოს ბინის გაყიდვის შემდეგ ის უკვე უსახლკარო გახდა. ონლაინ სივრცეში მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ერთი მხრივ, მათმა ლიდერმა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის საცხოვრებლის შესყიდვა გაართულა, მეორე მხრივ კი, როცა საქმე მის ქონებას შეეხო, თავად კანონს აარიდა თავი.

შეგახსენებთ, ლი ჯე მიუნგის მთავრობამ იპოთეკური სესხების გაცემის წესი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მკვეთრად გაამკაცრა. მაშინ მოცემულობა იყო ის, რომ ბაზარზე საცხოვრებლების ფასი მკვეთრად იყო გაზრდილი და საშუალო ღირებულება $850,000 დოლარს აღწევდა. ანუ იმდენს, რამდენიც რიგითი კორეელი მოქალაქის 14 წლის ხელფასია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE