მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთის გაზის კორიდორს Moody's-მა Baa3 რეიტინგი მიანიჭა
სამხრეთის გაზის კორიდორს Moody's-მა Baa3 რეიტინგი მიანიჭა

სამხრეთის გაზის კორიდორს Moody's-მა Baa3 რეიტინგი მიანიჭა

BM.GE13 მაისი, 2026, 16:44|bm.ge

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Moody's-მა პირველად სამხრეთის გაზის კორიდორს (SGC) Baa3 რეიტინგი მიანიჭა. რაც შეეხება პერსპექტივას, საკრედიტო სააგენტომ კორიდორს პოზიტიური პერსპექტივა განუსაზღვრა.

როგორც აზერბაიჯანის პროსამთავრობო სააგენტო Trend წერს, სამხრეთის გაზის კორიდორის რეიტინგი თანხვედრაშია აზერბაიჯანის სუვერენულ რეიტინგთან და ასახავს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საკრედიტო სააგენტო შეფასებისას ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეობას კომპანიის კაპიტალში. ამჟამად SGC-ის აქციების 49%-ს უშუალოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო ფლობს, ხოლო დარჩენილ 51%-ს - SOCAR-ი (რომელიც ასევე სახელმწიფო კომპანიაა).

Moody’s აღნიშნავს, რომ SGC-ის მთელი მიმდინარე დავალიანება უზრუნველყოფილია პირდაპირი სახელმწიფო გარანტიებით, რაც ხელს უწყობს კომპანიის რეიტინგების შესაბამისობას ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან.

SGC მონაწილეობს გაზის მოპოვებაში შაჰდენიზის საბადოზე და ასევე ფლობს წილებს შემდეგ მილსადენებში:

• სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP); • ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP); • ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP);

ეს მილსადენები საერთო ჯამში ქმნის ერთიან საექსპორტო გაზის დერეფანს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპაში. საქართველოზე გამავალ სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს წლიურად დაახლოებით 20 მლრდ მ3 გაზი გადააქვს.

ამავდროულად, Moody’s ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ გეოპოლიტიკურ რისკებზეც, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანის ირანთან სიახლოვესთან თუმცა, ამ დროისთვის ეს რისკები სააგენტოს მიერ ძირითადად პოტენციურ ჭრილში ფასდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE