მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამშენებლო შესყიდვაში ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები - გურამ დუმბაძე
სამშენებლო შესყიდვაში ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები - გურამ დუმბაძე

სამშენებლო შესყიდვაში ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები - გურამ დუმბაძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 23:12|bm.ge

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის გურამ დუმბაძის თქმით, მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები.

როგორც ის აღნიშნავს, შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს.

გურამ დუმბაძის თქმით, მთავრობამ უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი და იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მონიტორინგის კომპონენტიც, ვინაიდან, როდესაც გააფორმებს ხელშეკრულებას ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, მას ასევე ექნება მონიტორინგის ფუნქცია. ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ის აუცილებლად შეამოწმებს ხარისხობრივ კომპონენტებს, რომელსაც შეისყიდის აღნიშნული შესყიდვის ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესყიდვის მართვის კუთხით. ასევე საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი. იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. შემოვიდა და განისაზღვრა ახალი დანარიცხები, რომელიც მანამდე ასე ცალსახად არ იყო განსაზღვრული. ეს არის დროებითი შენობა-ნაგებობების დანარიცხები, სასაწყობე დანახარჯების სპეციალური დანარიცხები. ეს გახლავთ ასევე ზამთრის სამუშაო პირობებში დანარიცხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი სამშენებლო პროცესის ეფექტიანი მართვისთვის. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მთლიანი სამშენებლო ციკლის, სამშენებლო სამუშაოების დაწყებული სატენდერო პროცედურიდან, დასრულებული სამუშაოების ჩაბარებამდე სრულად პასუხობს ყველაზე კარგი პრაქტიკის მაგალითებს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამშენებლო სამუშაოების მართვის პროცესი.

„აღნიშნულ ნაწილში მნიშვნელოვანია ორი კომპონენტი, როდესაც დღეს უკვე მთლიანად გასწორდა სახელმწიფო შესყიდვების, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი და მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს, ორი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფოს ყოველთვის ექნება აქცენტი და ამაზე კომპრომისი ვერ იქნება, ეს გახლავთ ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ კონტრაქტორებისგან შესაბამის ხარისხს, რომელიც დავადგინეთ შესყიდვების გამოცხადებისას და ასევე იმ ვადებს, რომლებზეც შევთანხმდით ხელშეკრულების პირობებში. ეს საერთო ჯამში მოგვცემს იმ პროდუქტს, რომელიც საუკეთესო ალტერნატივა და საუკეთესო გადაწყვეტა იქნება ჩვენი შესყიდვისთვის“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულებებში, სადაც მიწოდების ვადა 12 თვეზე მეტია, მე-13 თვიდან დაიწყება სამუშაოების ინდექსირება.

„სამუშაოების ინდექსირება გულისხმობს, რომ მიმწოდებელს ფაქტობრივად სახელმწიფო უზღვევს რისკებს, თუ ბაზარზე გაუძვირდა მას შესაბამისი მასალები, შესაბამისი მანქანა-მექანიზმები და მათი ღირებულება, სახელმწიფო ამ ნაწილში დაეხმარება და ინდექსირებას, შესაბამისად სხვაობას გაზრდილ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით დაუფინანსებს. ეს მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც მანამდე კონტრაქტორს ჰქონდა, ამას უკვე ინაწილებს სახელმწიფო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დიდ ხელშეკრულებებში, ორ-სამ-ოთხწლიან ხელშეკრულებებში, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამშენებლო პროექტები და სტრატეგიული სამშენებლო პროექტები გვაქვს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

BM.GE

Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

"თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე

"თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე

BM.GE

მესხური ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია - ბაზარზე Baqmazia გამოჩნდა

მესხური ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია - ბაზარზე Baqmazia გამოჩნდა

BM.GE