
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
Samsung ტელევიზორების მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიციას 2006 წლიდან ინარჩუნებს (გაყიდვების წილის მიხედვით). კვლევითი კომპანია Omdia-ს მონაცემებით, 2025 წელს კომპანიამ ტელევიზორების გლობალური ბაზრის 29.1%-იანი წილი მოიპოვა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Samsung-ის ლიდერობას პრემიუმ სეგმენტში, ულტრა-დიდი ეკრანებისა და ახალი თაობის დისპლეის ტექნოლოგიების მიმართულებით.
Samsung ლიდერობს 2,500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების პრემიუმ სეგმენტში, სადაც მისი წილი 54.3%-ს შეადგენს. ეს შედეგი განპირობებულია Neo QLED, OLED და Lifestyle ტელევიზორების გაყიდვებით. კომპანიამ ასევე შეინარჩუნა ლიდერობა 1,500 დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების სეგმენტშიც, სადაც მისი წილი 52.2%-ს შეადგენს.
„როდესაც მომხმარებლები ტელევიზორს ირჩევენ, ისინი ირჩევენ ბრენდს, რომელსაც წლების განმავლობაში შეიძლება ენდონ, “— განაცხადა Samsung Electronics-ის Visual Display (VD) ბიზნესის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელმა, SW Yong-მა. „ჩვენი 20-წლიანი ლიდერობა ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე სწორედ ამ ნდობას ასახავს — ნდობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო გამოცდილებისა და პრემიუმ ინოვაციების საფუძველზეა აშენებული. “
ინდუსტრიის განვითარების განმსაზღვრელი ინოვაციების 20 წელი
მას შემდეგ, რაც 2006 წელს დიზაინზე ორიენტირებული Bordeaux TV-ის საშუალებით პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, Samsung-ი უწყვეტი ინოვაციებით განაგრძობს ტელევიზორების ინდუსტრიის განვითარებას:
• 2009: კომპანიამ დააჩქარა LED ტელევიზორებზე გადასვლა და დაამკვიდრა ახალი სტანდარტები უფრო თხელი და ენერგოეფექტური ეკრანებისთვის; • 2011: Smart TV-ების წარდგენამ ტელევიზორები გასართობ პლატფორმებად აქცია და მათი როლი ტრადიციული ტელეყურებადობის ფარგლებს გასცდა; • 2015: The Serif-მა ტელევიზორის ინტერიერში ინტეგრაციის ახალი, ინოვაციური ხედვა წარმოადგინა — დიზაინზე ორიენტირებული ტელევიზორი, რომელიც ეკრანს სახლის ინტერიერის გამორჩეულ ელემენტად აქცევს; • 2017: კომპანიამ წარადგინა ტელევიზორი The Frame, რომელმაც „Art TV“ კატეგორიას ჩაუყარა საფუძველი და ტელევიზორი ციფრულ ნახატად, ხელოვნების ტილოდ აქცია; • 2017: Quantum dot ტექნოლოგიის დაფუძნებით და QLED ტელევიზორების წარდგენით, Samsung-მა გამოსახულების პრემიუმ ხარისხის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა; • 2018: Samsung-მა წარადგინა 8K რეზოლუცია - 33 მილიონი პიქსელი, რაც ოთხჯერ აღემატება 4K-ს შესაძლებლობებს და გამოსახულებას წარმოუდგენლად დეტალურს ხდის; • 2020: Samsung-მა წარადგინა MICRO LED ტექნოლოგია, რომელმაც თვითგამოსხივებადი ეკრანების ინოვაცია კიდევ უფრო განავითარა და ულტრა-დიდ ეკრანებზე სიკაშკაშის, კონტრასტისა და ფერის სიზუსტის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა.