მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ი ვიეტნამში $1.5-მილიარდიან ჩიპების საგამოცდო ქარხანას ააშენებს
Samsung-ი ვიეტნამში $1.5-მილიარდიან ჩიპების საგამოცდო ქარხანას ააშენებს

Samsung-ი ვიეტნამში $1.5-მილიარდიან ჩიპების საგამოცდო ქარხანას ააშენებს

BM.GE28 მაისი, 2026, 04:15|bm.ge

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა ვიეტნამში ნახევარგამტარების საგამოცდო ქარხნის ასაშენებლად 39 ტრილიონი დონგის ($1.5 მლრდ.) ინვესტირება დააანონსა.

არსებული ინფორმაციით, ახალი საწარმო ხელოვნური ინტელექტის სექტორში გაზრდილი მოთხოვნით გამოწვეულ გლობალურ დეფიციტს შეამცირებს. საყურადღებოა, რომ საწარმოს მშენებლობა ჰანოიდან ჩრდილოეთით მდებარე ინდუსტრიულ პარკში უკვე დაიწყო. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი ობიექტი მუშაობის დაწყებას 2027 წლის ნოემბერში შეძლებს.

როგორც ირკვევა, ახალი ქარხანა ყოველწლიურად 153.3 მილიარდი გიგაბიტის მოცულობის DRAM-ის ტიპის მეხსიერების ბარათებს შეამოწმებს და გამოუშვებს. ამასთან, ის 255.6 მილიარდი გიგაბიტის მოცულობის NAND ტიპის მეხსიერების ჩიპების ტესტირებასაც უზრუნველყოფს. Reuters-ის ინფორმაციით, ეს პროექტი ვიეტნამის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა. მედიის მიერ მოპოვენული დოკუმენტით ირკვევა ისიც, რომ Samsung-ი შესაძლო მოგების რეინვესტირებას $2.5 მილიარდამდე გეგმავს. ეს კაპიტალური დანახარჯი კი მეორე, მსგავსი საწარმოს მშენებლობას მოხმარდება.

რაც შეეხება თავად ვიეტნამს, ის გლობალურ ბაზარზე ნახევარგამტარების დამუშავების გლობალური ქსელის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ქვეყანაში Intel-ის, Amkor Technology-სა და Hana Micron-ის საგამოცდო ქარხნები უკვე მუშაობს. თავად Samsung-ი კი ახალ ობიექტს იქ ააშენებს, სადაც მისი სმარტფონებისა და პლანშეტების საწარმოებია განთავსებული. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ სამხრეთ კორეული ჯგუფი ვიეტნამის უმსხვილეს უცხოელ ინვესტორად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE