მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ის თანამშრომლებმა ბონუსების ახალი შეთანხმება დაამტკიცეს
Samsung-ის თანამშრომლებმა ბონუსების ახალი შეთანხმება დაამტკიცეს

Samsung-ის თანამშრომლებმა ბონუსების ახალი შეთანხმება დაამტკიცეს

BM.GE28 მაისი, 2026, 16:26|bm.ge

Samsung Electronics-ის ხელმძღვანელობამ პროფკავშირებთან ბონუსების გაცემაზე ახალ შეთანხმებას მიაღწია. არსებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯმა ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა თანამშრომლების მიერ დაგეგმილი 18-დღიანი მასშტაბური გაფიცვა თავიდან აიცილა. აღსანიშნი ფაქტია, რომ კენჭისყრაში მონაწილე 62 616 თანამშრომლიდან მხარი დასახელებულ გადაწყვეტილებას 74%-მა დაუჭირა.

ახალი პირობებით, ჩიპების წარმოების მიმართულებით მომუშავე ყველა თანამშრომელი ფულად ბონუსს მიიღებს, რომელიც მათი წლიური ხელფასის 50%-ს გაუტოლდება. ამასთან, კომპანია სპეციალური ბონუსებისთვის ჩიპების მიმართულების საოპერაციო მოგების 10.5%-ს გამოყოფს. ეს ფონდი თანამშრომლებზე აქციების სახით განაწილდება.

ხუთთვიანი მწვავე დავის შემდეგ მიღწეულმა შეთანხმებამ სამხრეთ კორეაში კრიზისის რისკები მკვეთრად შეამცირა. როგორც ცნობილია, დასახელებულ კომპანიაზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი მოდის, შესაბამისად, მისი ერთი დღით შეჩერებაც კი მილიარდამდე ზარალის მოტანის საფრთხეს ქმნიდა.

ცნობისთვის, Samsung Electronics-ი მეხსიერების ბარათების უმსხვილესი გლობალური მწარმოებელია. ის სამხრეთ კორეის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს საყრდენს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE