მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ის ტელევიზორებს Instagram-ის აპლიკაცია დაემატა
Samsung-ის ტელევიზორებს Instagram-ის აპლიკაცია დაემატა

Samsung-ის ტელევიზორებს Instagram-ის აპლიკაცია დაემატა

BM.GE25 ივნისი, 2026, 01:00|bm.ge

ორშაბათიდან, Samsung-ის სმარტ ტელევიზორებში Instagram-ის სპეციალური აპლიკაცია ამუშავდა. როგორც ირკვევა, ე.წ. რილსებისა და სთორების ყურების ახალი ფუნქცია აშშ-ში 2020 წლის შემდგომ გამოშვებულ ყველა მოდელზე უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც Samsung-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს მოკლე ვიდეოების დიდ ეკრანზე ერთობლივად ნახვის შესაძლებლობას მისცემს. კომპანიის განცხადებით, ახალი პლატფორმა სახალისო კონტენტის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კომფორტულად ნახვის პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ Instagram-ის ხელმძღვანელობა უკვე ჩაშვებული პლატფორმისთვის დამატებითი სიახლეების დამატებას გეგმავს და ტესტირებას მომავალ თვეებში აანონსებს. როგორც ირკვევა, მალე Samsung-ის ტელევიზორებისთვის შექმნილ Instagram-ის აპლიკაციაში ჰორიზონტალური და ხანგრძლივი ვიდეოების ყურებაც იქნება შესაძლებელი. ასევე მომხმარებლებს შეეძლებათ პირდაპირი ეთერების ყურებაც.

როგორც Meta-ში განმარტავენ, ტელევიზიის ფორმატზე მორგებული სივრცის შექმნა კონტენტის ავტორებს აუდიტორიის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ცუკერბერგის კომპანიაში აცხადებენ, რომ გადადგმული ნაბიჯი მიზნად სახლის ტელევიზორებში ვიდეოპლატფორმა YouTube-ის დომინაციისთვის კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ შეიძლება გახდეს ილონ მასკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ტრილიონერი?

ვინ შეიძლება გახდეს ილონ მასკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ტრილიონერი?

BM.GE

Heineken-მა ისტორიაში პირველად CEO-ს პოსტზე გარე პირი შეარჩია - ვინ არის რაფაელ ოლივეირა

Heineken-მა ისტორიაში პირველად CEO-ს პოსტზე გარე პირი შეარჩია - ვინ არის რაფაელ ოლივეირა

BM.GE

Dow Jones-ის ინდექსს Google შეუერთდება

Dow Jones-ის ინდექსს Google შეუერთდება

BM.GE

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

BM.GE