მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ შეიძლება გახდეს ილონ მასკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ტრილიონერი?
ვინ შეიძლება გახდეს ილონ მასკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ტრილიონერი?

ვინ შეიძლება გახდეს ილონ მასკის შემდეგ მსოფლიოში მეორე ტრილიონერი?

BM.GE25 ივნისი, 2026, 00:53|bm.ge

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ ტრილიონიანი ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ ამერიკულ საპროგნოზო ბაზარზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მსოფლიოს მეორე ან მესამე ტრილიონერი.

მათ შორის ყველაზე პოპულარულ პლატფორმა Kalshi-ზე ტრეიდერები ფსონს დებენ, რომ რიგით მე-2 Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერებერგი იქნება. მისი შანსები ამჟამად 32%-ითაა განსაზღვრული.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება ამჟამად $200 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, მას ახალი სტატუსის მისაღებად კაპიტალის ოთხჯერ გაზრდა მოუწევს.

საპროგნოზო ბაზარზე არანაკლებ ფსონს დებენ მსოფლიოში უდიდესი კომპანიის, Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის გატრილიონერებაზე. კერძოდ, ამის ალბათობა ტრეიდერებს 21%-ით აქვთ განსაზღვრული. ცნობისთვის, მისი კაპიტალი უკვე $180 მილიარდს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი მიმდინარე წლის 12 ივნისს გახდა. ინვესტორმა ახალი სტატუსი კომპანია SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მოიპოვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Samsung-ის ტელევიზორებს Instagram-ის აპლიკაცია დაემატა

Samsung-ის ტელევიზორებს Instagram-ის აპლიკაცია დაემატა

BM.GE

Heineken-მა ისტორიაში პირველად CEO-ს პოსტზე გარე პირი შეარჩია - ვინ არის რაფაელ ოლივეირა

Heineken-მა ისტორიაში პირველად CEO-ს პოსტზე გარე პირი შეარჩია - ვინ არის რაფაელ ოლივეირა

BM.GE

Dow Jones-ის ინდექსს Google შეუერთდება

Dow Jones-ის ინდექსს Google შეუერთდება

BM.GE

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

BM.GE