მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის ბუმით რეკორდული $80-მილიარდიანი მოგება დააფიქსირა
Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის ბუმით რეკორდული $80-მილიარდიანი მოგება დააფიქსირა

Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის ბუმით რეკორდული $80-მილიარდიანი მოგება დააფიქსირა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 21:52|bm.ge

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 127%-ით გაიზარდა და 195 ტრილიონი ვონი ($145.5 მლრდ.) შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, კომპანიამ ივლისი-სექტემბრის პერიოდში 107.4 ტრილიონი ვონის ($80.17 მლრდ.) საოპერაციო მოგება დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მიერ შედგენილ LSEG SmartEstimate-ის საპროგნოზო მაჩვენებელს, 106.1 ტრილიონ ვონს მცირედით გადააჭარბა.

საყურადღებოა ისიც, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ ცხრაჯერ ნაკლები მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ცნობისთვის, გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისტორიაში კვარტალური საოპერაციო მოგების 100-ტრილიონიანი ვონის ზღვარი პირველად სწორედ Samsung-მა გადალახა.

აღსანიშნავია, რომ რეკორდული ფინანსური შედეგის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი მეხსიერების ჩიპების მიმართულება გახდა. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებამ მაღალი გამტარობის მეხსიერების მიკროსქემებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. Douglas Research Advisory-ის შეფასებით, Samsung-მა მესამე კვარტალში DRAM-ებისა და NAND-ის ჩიპების გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით 50%-ით გაზარდა.

საყურადღებოა, რომ AI მეხსიერების ბარათების მხრივ ზრდის ფონზე, კომპანიის სმარტფონებისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართულება შემცირდა. კერძოდ, მობილურმა დეპარტამენტმა მესამე კვარტალში $1 მილიარდზე მეტი მოულოდნელი საოპერაციო ზარალი დააფიქსირა.

ცნობისთვის, Samsung Electronics-ი მესამე კვარტალის სრულ ფინანსურ ანგარიშსა და ცალკეული დეპარტამენტების დეტალურ მონაცემებს 29 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ევროკავშირმა ჩინეთთან ჰიბრიდულ ავტომობილებსა და იშვიათ მეტალებზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა ჩინეთთან ჰიბრიდულ ავტომობილებსა და იშვიათ მეტალებზე შეთანხმებას მიაღწია

BM.GE

"მოლების ოპერირებით კმაყოფილი ვარ" - როგორ ვითარდება City Mall ბათუმსა და თბილისში?

"მოლების ოპერირებით კმაყოფილი ვარ" - როგორ ვითარდება City Mall ბათუმსა და თბილისში?

BM.GE

Skydance-ი, რომელმაც Warner Brothers-ი შეიძინა, დღეს NYSE-ს ბირჟაზე დაილისტა

Skydance-ი, რომელმაც Warner Brothers-ი შეიძინა, დღეს NYSE-ს ბირჟაზე დაილისტა

BM.GE