მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-მა მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგში Apple-ს გადაასწრო
Samsung-მა მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგში Apple-ს გადაასწრო

Samsung-მა მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგში Apple-ს გადაასწრო

BM.GE21 მაისი, 2026, 20:44|bm.ge

მობილური ტელეფონების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაში კომპანია Samsung-მა პირველი ადგილი დაიკავა და რეიტინგში Apple-ს გადაასწრო. ამერიკული მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (ACSI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სამხრეთკორეულმა გიგანტმა 81 ქულა მოიპოვა, ამერიკულმა კორპორაციამ კი - 80 ქულა.

როგორც ირკვევა, Samsung-ის მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა ახალი ფუნქციების ყოველდღიურ ეფექტურობასა და ელემენტის გამძლეობის 5%-იან გაუმჯობესებას უკავშირდება. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ, რომელიც ACSI-მ პირველად შეაფასა, 85 ქულა დაიმსახურა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები ახალ ტექნოლოგიას პრაქტიკულად იყენებენ.

სმარტფონების ფლაგმანურ მოდელებს შორის Samsung-ის ახალი Galaxy S-სერია 84 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ახალი iPhone Pro-სერიაა 82 ქულით, Google-ის ფლაგმანებმა კი 80 ქულა დააგროვეს.

ACSI-ს კვლევა 26,963 მომხმარებლის გამოკითხვას ეფუძნება. აღნიშნული მონაცემები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში შეგროვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE