მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამტრედია-გრიგოლეთის მესამე, ₾324.6 მილიონიანი მონაკვეთი გაიხსნა - პროექტის დეტალები
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე, ₾324.6 მილიონიანი მონაკვეთი გაიხსნა - პროექტის დეტალები

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე, ₾324.6 მილიონიანი მონაკვეთი გაიხსნა - პროექტის დეტალები

BM.GE18 ივლისი, 2026, 14:45|bm.ge

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.

პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები.

ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.

სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე.

შედეგად, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს - გიორგი სამანიშვილი

სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს - გიორგი სამანიშვილი

BM.GE

გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

BM.GE

როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

BM.GE

დელეგაცია როტერდამის პორტში იყო, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს - ეკონომიკის სამინისტრო

დელეგაცია როტერდამის პორტში იყო, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE