მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?
"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 16:08|bm.ge

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ოპერირების შეზღუდვას გავლენა მეტწილად საშუალო სეგმენტის სასტუმროებზე ექნება.

როგორც სასტუმრო IDEA Collection by GINO Hotels-ის გენერალური მენეჯერი და მართვის კომპანია “რადარის” დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, ირანელი ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს არ წარმოადგენენ და ისინი ძირითადად საშუალო და საშუალოზე დაბალი სეგმენტის ვიზიტორები არიან.

აქედან გამომდინარე, მაია მახათაძე ამბობს, რომ ირანული ავიაკომპანიების ოპერირების შეზღუდვა და ამ ბაზრიდან ვიზიტორების კლება უფრო მეტად ნეგატიურად საშუალო კლასის განთავსების ობიექტებზე აისახება.

“ირანიდან საშუალოზე ცოტა უფრო დაბალბიუჯეტიანი მოგზაური მოდის, ამიტომ ასეთი ადამიანები თავის განთავსების ობიექტებს ეძებენ. მე ნაკლებად მაქვს ამის გამოცდილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შედარებით უფრო პრემიუმ კლასის სასტუმროებზე ვმუშაობ ბოლო ერთი წელია და ისინი ძალიან დაბალ, 0,01%-ს შეადგენენ ასეთი ტიპის სასტუმროებში, მათი ბიუჯეტი ვერ წვდება საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროებს. თუმცა იმ სასტუმროებში, რომლებშიც პირობითად ისინი მოგზაურობენ, ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ერთიანი შკალით შემოიფარგლება, ორციფრიანი ნიშნული მაინც უჭირავთ, რასაც 100%-იანი დატვირთულობის ისინი თავად შეადგენენ. ამიტომ ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც პირობითად ასეთი ტიპის პოტენციური ბაზარი, რომელიც ორნიშნა ციფრს შეადგენს 100%-იანი დატვირთულობიდან, შეიძლება რომ რაღაც დონეზე თუნდაც დროებით ჩაეხსნას ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველა მოგზაური ძალიან საინტერესოა.

ჩვენ ქვეყანას თუ გადავხედავთ, როგორც არის ჩვენთან სასტუმროების კლასიფიკაცია, ვნახავთ, რომ დაახლოებით 70%-ის წილი მოდის საშუალო, midscale სასტუმროებზე, ანუ საშუალო ტიპის სასტუმროებზე. ეს არ არის upscale ან upper upscale, ან premium კლასი. შემდეგ უკვე დანარჩენი 25-30% მოდის მაღალი კლასის სასტუმროებზე. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ 70% ნამდვილად ის წილია 100%-იდან, რაც, რასაც დიდი ნაწილი უკავია სასტუმროს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ანუ ბაზრის მოთამაშე უფრო მეტია საშუალო კლასი, ვიდრე მაღალი კლასი და ეს აბსოლუტურად სწორი თანაფარდობაა, ისედაც ასეა ხოლმე ყველგან ზოგადად.

არ მინდა, რომ ეს გრძელ ვადაში წარმოვიდგინო თავისი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუმცა ხანდახან არის, რომ მოკლევადიანი გავლენაც არ არის ხოლმე სასიამოვნო ტურიზმისთვის. მოკლევადიანი გავლენის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახერხებთ სწრაფად შევავსოთ დანაკარგი ამ კონკრეტული ბაზრის. ამიტომ ბაზრის დანაკარგის გადავსება თავისთავად გრძელ ვადაზე ზის. შეიძლება კონკრეტული ავიამიმოსვლა აღდგეს მოკლე ვადაში, მაგრამ სექტორი ვეღარ ახერხებს ამის სწრაფად უკან დაბრუნების ტემპს, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება მომზადება, შესაბამისი თანხვედრაში მოყვანა: სერვისი, თანამშრომელი, პროდუქტი და ა.შ”, - განაცხადა მაია მახათაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის სანქციების გამო ირანთან მფრინავი ავიაკომპანიების ოპერირება შეიზღუდება. OFAC-მა ჯამში 27 ავიაკომპანია დაასანქცირა, მათგან 5 საქართველოში დაფრინავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰოვარდ ლატნიკი: ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება

ჰოვარდ ლატნიკი: ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება

BM.GE

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

BM.GE

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

BM.GE

რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

BM.GE