მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სანქციების ფონზე Wildberries-ი საქართველოში მასშტაბურად ფართოვდება - EPRC
სანქციების ფონზე Wildberries-ი საქართველოში მასშტაბურად ფართოვდება - EPRC

სანქციების ფონზე Wildberries-ი საქართველოში მასშტაბურად ფართოვდება - EPRC

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 16:44|bm.ge

Wildberries-ი საქართველოში მასშტაბურად ფართოვდება. ამის შესახებ ეკონომიკური კვლევის ცენტრის [EPRC] კვლევაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის იანვარში შპს „ტრანსკომ გრუპმა“ (Wildberries-ის ადგილობრივმა ოპერატორმა) პრივატიზაციის გზით უშუალოდ სახელმწიფოსგან თბილისი–წითელი ხიდის მე-17 კილომეტრის მიმდებარედ 19 ჰა საერთო ფართობის 4 ნაკვეთი შეიძინა.

"2022 წლის 26 ივლისს საქართველოში დარეგისტრირდა შპს „ტრანსკომ გრუპი“, რომელიც მოგვიანებით Wildberries-ის ადგილობრივი ოპერატორი გახდა. პლატფორმამ გაყიდვები 2024 წლის 22 ოქტომბერს ფრანშიზის მოდელით დაიწყო. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს. შეკვეთები თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ პუნქტში გაიცემოდა. შემდეგ გაცემის ქსელი თბილისს გასცდა და პლატფორმაზე გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ", - წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, "ტრანსკომ გრუპმა“ წელს სოფელ გამარჯვებაში დაახლოებით 13 000 მ² ფართობის სასაწყობე ობიექტი იჯარით აიღო. 2026 წლის ოქტომბერში კი კომპანიამ ავტომობილების ბრენდირებისთვის ტენდერები გამოაცხადა, რომლებიც თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილისთვის ფირის დამზადება-დატანას ითვალისწინებდა.

Wildberries-ი სანქცირებული კომპანიაა, სულ ახლახან კი, 16 ნოემბერს ევროკავშირმა რუსეთის ამ უმსხვილესი ონლაინსავაჭრო პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტატიანა კიმი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ბრიუსელის შეფასებით, კომპანია რუსეთში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია და რუს სამხედროებს აღჭურვილობის შეძენას უადვილებს. სანქციები შეეხო Wildberries Bank-საც, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ - 2026 წლის 16 ივნისს, ხოლო ევროკავშირმა 23 ივლისს დაუწესა შეზღუდვები. ვინაიდან კიმი Wildberries-ში - 100%-იან, ხოლო გაერთიანებულ კომპანია RWB-ში (Wildberries & Russ) ირიბად 65%-იან წილს ფლობს, კომპანია შესაძლოა, სერიოზული ფინანსური და საოპერაციო რისკების წინაშე აღმოჩნდეს.

თავად კომპანიის განცხადებით, ჯგუფს ევროკავშირში აქტივები და საქმიანობა არ აქვს, კიმის სანქცირება კი ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ევროკავშირის განცხადებით კი, პლატფორმა ხელს უწყობს სამხედრო აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვას, ხოლო მისი საბანკო სისტემა მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამებში.

EPRC აცხადებს, რომ Wildberries-ის საქართველოში შემოყვანა „ქართუსთან“ დაკავშირებულმა პირმა უზრუნველყო.

"საქართველოში Wildberries-ის ამოქმედებიდან მალევე, საქსტატის ბიზნესრეგისტრის 2024 წლის ნოემბრის ჩანაწერში „ტრანსკომ გრუპის“ პარტნიორად ლაშა მეგრელიძე ფიქსირდება. „ბანკი ქართუს“ ანგარიშგების თანახმად, მეგრელიძე 2023 წელს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა.

2024 წლიდან „ტრანსკომ გრუპის“ დირექტორი და 100%იანი წილის მფლობელი გახდა სერგი თვალჭრელიძე, რომელიც ფიგურირებს სახელმწიფო მიწის პროვეტიზაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროსთან დადებულ კონტრაქტებში. შესაბამისად, საჯარო რეესტრის 2026 წლის 11 ივნისის ამონაწერით, „ტრანსკომ გრუპის“ დირექტორი და სრული წილის მფლობელიც სერგი თვალჭრელიძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოლიტიკური შემოწირულებების ბაზის მიხედვით, თვალჭრელიძემ 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ პირადად 30 000 ლარი შესწირა", - წერია კვლევაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

BM.GE

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE