მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა - ბრიტანეთის საელჩო
სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა - ბრიტანეთის საელჩო

სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა - ბრიტანეთის საელჩო

BM.GE27 მაისი, 2026, 19:43|bm.ge

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს, სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

„გუშინ, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. აღნიშნულ ქსელს რუსეთი იყენებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლის მიზნით და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასაფინანსებლად. სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 26 მაისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც რუსეთი დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).

Arvix LLC-ს (შპს არვიქს):

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.

Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ):

კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. კომპანიის ლიკვიდაციის განაცხადი სამეწარმეო რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა.

Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი)

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE