მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საოჯახო კალათის" პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს - შოთა ბერეკაშვილი
"საოჯახო კალათის" პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს - შოთა ბერეკაშვილი

"საოჯახო კალათის" პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE21 მაისი, 2026, 15:52|bm.ge

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონკურენციის სააგენტოს მიერ „საოჯახო კალათის“ პლატფორმის შექმნას მიესალმება და აცხადებს, რომ ამგვარად ქსელური მარკეტების ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პლატფორმის შექმნის შედეგად, მომხმარებელი საუკეთესო ფასებთან დაკავშირებით, უფრო ინფორმირებული იქნება.

„ფასების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მოკლევადიან პერიოდში, ბაზარზე ბერძნული ან ფრანგული მსუბუქი ინტერვენცია განგვეხორციელებინა. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციის ფარგლებში, ქსელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეექმნათ საოჯახო კალათა, რომელშიც 15 საბაზისო პროდუქტი შევიდა და თავიანთ ქსელებში საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს. აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენ ძალიან მივესალმებით, თუკი კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც აღნიშნული ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად ატვირთავენ.

ეს იმიტომ არის კარგი, რომ პირველ რიგში, მომხმარებელი საუკეთესო ფასებთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული იქნება. ასევე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა. აღნიშნული პლატფორმა, ასევე, ხელს შეუწყობს ქსელებს შორის კონკურენციას. კონკურენცია საუკეთესო მექანიზმია, რა დროსაც მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის თავისუფლებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, რაც არის და ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. აღნიშნული პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი პროცესი. ეს ჩვენი სტრატეგიის მოკლევადიანი შედეგის მიმართულებაა.

ამის გარდა, როგორც იცით, კომისიის ფარგლებში, ჩვენ გავეცით საშუალოვადიანი რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა სექტორის რეფორმას და ასევე, მიწოდების ჯაჭვის გამოკლებს. ასევე, აქცენტები გავაკეთეთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს შესრულდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და მივაღწევთ იმას, რომ სექტორი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, დამატებითი ხარჯები შემცირდება და ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო შედეგს მიიღებს", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

კითხვაზე - ყველა მარკეტი იქნება თუ არა წარმოდგენილი „საოჯახო კალათის“ პლატფორმაზე, ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ბაზრის არც ერთ მონაწილეს არავინ არაფერს ავალდებულებს, ამ პროცესში ბაზრის კონკურენცია ჩართავს მოთამაშეებს.

„ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ისეთი სექტორის შექმნა, რომელიც არის გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საუკეთესო ფასებს სთავაზობს. თავისუფალი ბაზრის უხილავი ხელი თვითონ მუშაობს და საუკეთესო ფასს ქმნის. ჩვენი ამოცანაა, ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი.

ჩვენ თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვმოქმედებთ, არც ერთ მონაწილეს არავინ არაფერს ავალდებულებს, მაგრამ თავისუფალი ბაზრის კონკურენცია, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მოთამაშეს ამ პროცესში ჩართავს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს შექმნის. GCCA-ის გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

BM.GE

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

BM.GE

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, „საოჯახო კალათის“ პლატფორმაში ჩართვას მარკეტებს არავინ ავალდებულებს

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, „საოჯახო კალათის“ პლატფორმაში ჩართვას მარკეტებს არავინ ავალდებულებს

BM.GE

„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

BM.GE