მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საოჯახო კალათის" პორტალს კონკურენციის სააგენტო ქმნის|რას ნახავს მომხმარებელი?
"საოჯახო კალათის" პორტალს კონკურენციის სააგენტო ქმნის|რას ნახავს მომხმარებელი?

"საოჯახო კალათის" პორტალს კონკურენციის სააგენტო ქმნის|რას ნახავს მომხმარებელი?

BM.GE21 მაისი, 2026, 15:44|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში. თუმცა არ არის მითითებული, თუ როდიდან ამოქმედდება აღნიშნული პორტალი.

როგორც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. მისივე თქმით, ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას.

ცნობისთვის, FMCG სექტორი პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ შეისწავლა, რის შედეგადაც მომზადდა დასკვნა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დასკვნის შემდეგ საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. როგორც „რითეილ ასოციაციამ" განმარტა, კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტიც, ქათმის ხორცი. მარკეტების ეს ნაბიჯი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა, რომელიც მოკლევადიანი მსუბუქი ინტერვენციის სახით ერთ-ერთ რეკომენდაციად საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელს განიხილავს.

როგორ უნდა იპოვოთ ფასდაკლებული პროდუქცია - ყველაფერი "სოციალური კალათის" შესახებ|ინტერვიუ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE