მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?
საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:34|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდი გასული თვის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ჯამურმა ზომამ 10.1 მილიარდ ლარს მიაღწია. შესაბამისად, გასული ერთი თვის განმავლობაში ფონდის ზომა 100 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა, რაც უმეტესწილად ფონდის მონაწილეთა ყოველთვიურ შენატანებს შეადგენდა.

ეს თანხა წარმოადგენს 1,585,989 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, შესაბამისად სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6386 ლარია. ფონდის მთლიანი მოცულობის უდიდესი ნაწილი - 10 მილიარდი ლარი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, რაც მონაწილეთა 99.3%-ის დანაზოგს წარმოადგენს.

ავტომატურად საპენსიო ფონდის ყველა მონაწილის დანაზოგი განთავსებულია კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო მისი შეცვლისთვის კი მოქალაქეებმა საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის პორტფელი შეცვლილი აქვს 10,354 მოქალაქეს, რომლებმაც თანხა დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში გადაიტანეს.

საპენსიო ფონდის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში ყველაზე მაღალი 8.87%-ის ამონაგები სწორედ დინამიკურმა პორტფელმა მიიღო; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 8.75% იყო; ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგები კი 8.46%. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ამონაგები მიიღეს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც საპენსიო ფონდის პორტფელი დაბალანსებულიდან დინამიკურ პორტფელში გადაიტანეს.

რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ეროვნული ვალუტის აქტივები - ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.1% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 63%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.2%, დანარჩენი კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

BM.GE

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

BM.GE

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

BM.GE

ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

BM.GE