მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდმა ₾9.7 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარია
საპენსიო ფონდმა ₾9.7 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარია

საპენსიო ფონდმა ₾9.7 მილიარდს გადააჭარბა - ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარია

BM.GE10 აგვისტო, 2026, 16:00|bm.ge

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომამ 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ეს თანხა წარმოადგენს 1,568,129 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, შესაბამისად სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარს შეადგენს.

ბოლო ერთ წელში პორტფელის ზომა 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.60 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 55.3 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 67.3 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,557,876 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,162 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,091 მონაწილის.

სისტემის ყველა მოქალაქის დანაზოგები ავტომატურად არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში თანხის გადატანა შესაძლებელია მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, რომლის დაფიქსირებაც მათ საპენსიო ფონდის ოფისსა და იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ეროვნული ვალუტის აქტივები - ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.1% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 63%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.2%, დანარჩენი კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია. 2026 წლის იანვარ-ივლისის ჩათვლით ამ პორტფელებიდან ყველაზე მაღალი - 7.45%-ის ამონაგები სწორედ დინამიურ პორტფელს ჰქონდა; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 7.18%-ია; ხოლო კონსერტავიული პორტფელის ამონაგები 6.79%.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მურთაზ რიგვავა, რომელმაც ილია ინჯიას შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა განესაზღვრაიმედი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

ლიმიტირებული შეთავაზება Mitsubishi L200 GLS MT -ზე - ₾70 900

ლიმიტირებული შეთავაზება Mitsubishi L200 GLS MT -ზე - ₾70 900

BM.GE

მთავრობამ გზების დეპარტამენტს თელავის სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალა

მთავრობამ გზების დეპარტამენტს თელავის სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალა

BM.GE

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბელარუსის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბელარუსის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE