მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დამტკიცდა
საპენსიო ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დამტკიცდა

საპენსიო ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დამტკიცდა

BM.GE27 ივლისი, 2026, 15:59|bm.ge

საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას შორის ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის წესი დამტკიცდა.

განკარგულების მიზანი საპენსიო შენატანების აღრიცხვიანობის კონტროლისა და უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სააგენტოს შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მიაწვდის, რაც სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტიანად განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მონაცემების გადამოწმება.

ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულმა ჯარიმებმა 2,1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წლის პირველ ექვს თვეში ამ საფუძვლით ბიუჯეტში 4,7 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. აღნიშნული მაჩვენებელი უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან შედეგს, როდესაც ამავე დარღვევისთვის გადახდილმა ჯარიმებმა 3,7 მილიონი ლარი შეადგინა.

დამსაქმებლების პასუხისმგებლობა 2025 წლის 1 მაისიდან გამკაცრდა. მოქმედი წესის მიხედვით, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული, განმეორების შემთხვევაში კი – 1 000 ლარი, რასაც კანონით გათვალისწინებული საურავიც ემატება.

ამასთან, დამსაქმებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების მიზნით საპენსიო სააგენტოში შეიქმნა პრეტენზიების განხილვის სამსახური. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიღებულია დაახლოებით 3 000 საჩივარი, რომელთა განხილვაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობს. სააგენტოს განმარტებით, საჩივრის წარდგენა აჩერებს მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის სააღსრულებო წარმოებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - FedEx

მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - FedEx

BM.GE

ვლადიმირ პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

ვლადიმირ პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

BM.GE

8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.3 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.3 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

BM.GE

„ადამიანს თავზე დაეცა საინფორმაციო ბანერი“ - რა პრობლემებს აწყდება ტურიზმის სექტორი საქართველოში?

„ადამიანს თავზე დაეცა საინფორმაციო ბანერი“ - რა პრობლემებს აწყდება ტურიზმის სექტორი საქართველოში?

BM.GE