მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო მონიტორინგის შედეგად დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების წესი შეიცვალა
საპენსიო მონიტორინგის შედეგად დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების წესი შეიცვალა

საპენსიო მონიტორინგის შედეგად დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების წესი შეიცვალა

BM.GE11 აგვისტო, 2026, 04:15|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდმა საპენსიო მონიტორინგის შედეგად დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების წესი განსაზღვრა. შესაბამისი ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 7 ივლისის №13 ბრძანებით დამტკიცდა და 8 ივლისიდან ამოქმედდა.

ცვლილებით, განახლდა საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №3 ბრძანება, რომელიც საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის, ზედმეტად განხორციელებული შენატანის დაბრუნების, ჯარიმისა და საურავის დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს არეგულირებს.

ახალი წესის მიხედვით, პირს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ან გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი გზით შეუძლია საპენსიო ფონდისთვის მიმართვის ან სასამართლოში საჩივრის წარდგენის გზით.

გასაჩივრების აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება როგორც საპენსიო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე.

საპენსიო ფონდში საჩივრის წარსადგენად დამსაქმებელს შეუძლია თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს ფონდს. ამისთვის შესაძლებელია საპენსიო ფონდის მისამართზე პირადად გამოცხადება ან საჩივრის ფოსტით გაგზავნა. ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენა მის ტერიტორიულ ორგანოებში ან ფილიალებში გამოცხადებით იქნება შესაძლებელი.

ცვლილების ფარგლებში განახლდა ასევე №2 დანართი, რომელიც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას განსაზღვრავს.

საპენსიო ფონდის ახალი წესი 2026 წლის 8 ივლისიდან მოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ახალი დირექტორი ჰყავს - უწყება ლევან ჯღარკავამ ჩაიბარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ახალი დირექტორი ჰყავს - უწყება ლევან ჯღარკავამ ჩაიბარა

BM.GE

კულტურული კავშირები და გამოცდილების გაზიარება - რა მიზნით სტუმრობს ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოს?

კულტურული კავშირები და გამოცდილების გაზიარება - რა მიზნით სტუმრობს ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოს?

BM.GE

II კვარტალში საქართველოდან EU-ში ვიზიტები გაიზარდა

II კვარტალში საქართველოდან EU-ში ვიზიტები გაიზარდა

BM.GE

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საშეღავათო სტატუსი უკვე მოქმედებს

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საშეღავათო სტატუსი უკვე მოქმედებს

BM.GE