
კულტურული კავშირები და გამოცდილების გაზიარება - რა მიზნით სტუმრობს ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოს?
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სამინისტროს მხარდაჭერით, ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს.
უწყების განმარტებით, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:
• საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება; • სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.
BM.GE
წყარო: bm.ge