მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო შენატანების ამნისტია ამოქმედდა - საპენსიო ფონდის განცხადება
საპენსიო შენატანების ამნისტია ამოქმედდა - საპენსიო ფონდის განცხადება

საპენსიო შენატანების ამნისტია ამოქმედდა - საპენსიო ფონდის განცხადება

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 18:19|bm.ge

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში და მასთან დაკავშირებულ კანონპროექტებში, რომლებიც საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესს ცვლის და დამსაქმებლებისთვის უკვე დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, ერთჯერადი ამნისტია შეეხება 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს. 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი ეხებოდა 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელს და ჯამში 42.9 მლნ ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ სახდელს.

თუკი პირი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად გადაიხდის საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს. შეღავათი შეეხება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს.

ამასთან, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ შესაბამის თანხას, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.

კანონი ასევე ითვალისწინებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს. ამასთან, საქმის წარმოების შეჩერება საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვას არ აჩერებს.

დამსაქმებლებს ჯარიმისგან გათავისუფლებისთვის დამატებითი განცხადების წარდგენა არ დასჭირდებათ. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს შეასრულებენ. 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Lion Auctions-ის ერთი წელი - მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში

Lion Auctions-ის ერთი წელი - მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში

BM.GE

3 000-ზე მეტი საჩივარი და 170-მდე შეხვედრა - კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტს 2025 წლის ანგარიში წარუდგინა

3 000-ზე მეტი საჩივარი და 170-მდე შეხვედრა - კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტს 2025 წლის ანგარიში წარუდგინა

BM.GE

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

BM.GE

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები

BM.GE