მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპროექტო კომპანიები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესშიც უნდა იყვნენ ჩართულები - „კონსტრაქშენ სერვისი"
საპროექტო კომპანიები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესშიც უნდა იყვნენ ჩართულები - „კონსტრაქშენ სერვისი"

საპროექტო კომპანიები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესშიც უნდა იყვნენ ჩართულები - „კონსტრაქშენ სერვისი"

BM.GE3 აგვისტო, 2026, 13:03|bm.ge

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საპროექტო კომპანიებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო.

როგორც კომპანია „კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, საპროექტო კომპანიები ტენდერის გამოცხადების შემდეგ უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესში აღარ არიან ჩართულები, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის.

აქედან გამომდინარე, გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ საპროექტო კომპანიებს ვალდებულება უნდა გაუჩნდეთ, რომ ისინი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე მონაწილეობდნენ პროცესში.

მისივე თქმით, მან აღნიშნული ინიციატივა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით გამართულ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.

“[აუცილებელია] საპროექტო კომპანიების ჩართულობა ბოლომდე პროექტის განხორციელების პროცესში. დღეის მდგომარეობით საპროექტო კომპანიები ტენდერის გამოცხადების შემდეგ აღარ ერევიან პროექტებში. არ არსებობს ისეთი პროექტი, სადაც ხარვეზი არ არის და დაზუსტებები არ სჭირდება და ოპერატიულობის და უფრო ეფექტურობისთვის, მგონი საჭირო და სასარგებლო იქნება, რომ საპროექტო კომპანიები ჩართული იყვნენ როგორც პროექტის სუბიექტი პროექტის განხორციელების პროცესში.

როდესაც ხდება რაიმე ცვლილებების მიღება, საპროექტო კომპანიას აქვს ყველა კალკულაცია, ყველა ანგარიში თავის პროექტთან დაკავშირებით. ზედამხედველი კი უბრალოდ მოკლებულია ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობას რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღოს და ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება, თუ საპროექტო კომპანიას ვალდებულებაში ჩაედება, რომ ისინი პროექტის დასრულებამდე მონაწილეობენ პროცესში”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კერძო ვილა ბინის ღირებულებით: რას სთავაზობს Haven Fields ახალგაზრდა ოჯახებს

კერძო ვილა ბინის ღირებულებით: რას სთავაზობს Haven Fields ახალგაზრდა ოჯახებს

BM.GE

Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება

Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება

BM.GE

Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია -ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის

Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია -ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის

BM.GE

3 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

3 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE