მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას - კობახიძე
საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას - კობახიძე

საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას - კობახიძე

BM.GE12 ივნისი, 2026, 16:36|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით "საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას". როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, ეს "აბსოლუტურად ალოგიკურია".

"ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, რომლებიც არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალში“, - ამბობს კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც საქართველოზე სხვა კანონპროექტებიც ჰქონდა მათ შორის, "ქართული ოცნების" ამერიკის მხრიდან არაღიარებაზე. პროექტი პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ახლა სენატს უნდა გაეგზავნოს კენჭისყრისთვის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს 180 დღე აქვთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთ-ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ ანგარიში მოამზადონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE