მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო EU-ს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეული არ არის - მედია
საქართველო EU-ს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეული არ არის - მედია

საქართველო EU-ს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეული არ არის - მედია

BM.GE5 მაისი, 2026, 19:00|bm.ge

საქართველო მიწვეული არ არის 10-11 მაისს კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ევროპულ საქმეთა საკითხებში ევროკავშირის მინისტრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს გააერთიანებს - მიზეზი "ქართული ოცნების" საგარეო კურსია.

ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე "ნეტგაზეთმა" კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანაა.

"საქართველოს მთავრობის ქმედებათა კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. აქედან გამომდინარე და წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიწვეული არაა", - განუცხადეს "ნეტგაზეთს" კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურში და დასძინეს, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს.

ვებგვერდის თანახმად, კვიპროსში დაგეგმილი დისკუსიები ფოკუსირებული 2028-2034 წლების ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და ევროკავშირის გაფართოებაზე იქნება.

"ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგის საკვანძო ნაწილი იქნება, რომელშიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ეს სესია უზრუნველყოფს შესაძლებლობას ღია და მომავალზე ორიენტირებული აზრთა გაცვლისთვის გაფართოების თემაზე, რაც ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას სანდო და ინკლუზიური ევროპული მომავლისადმი", - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

შეხვედრაზე საქართველოს არ-მოწვევაზე დღეს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიამ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან სწორედ იმიტომ ამოიღო, რომ ევროკავშირს საქართველო ამ გზით "აღარ დაეშანტაჟებინა".

"ჩვენ ხომ გამოვედით აქედან?! მათ შორის, [2024 წლის] 28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა, რომ უნდოდათ, სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწევის და ა.შ. ეს შანტაჟი დამთავრდა. არავის არ აინტერესებდა არც ერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში, ეს იყო რეალობა. ერთადერთი, რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის უფლება.

არაფერი საინტერესო არ არის, არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

BMG-მ კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. პასუხის შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE