მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას - მემორანდუმი
საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას - მემორანდუმი

საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას - მემორანდუმი

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და "კრიოსფეროს ფონდს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია:

• საქართველოს ანტარქტიდის კვლევების სამეცნიერო კომიტეტში (SCAR) გაწევრიანების მხარდაჭერა; • ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება; • საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა; • მკვლევართა გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა.

დოკუმენტს ხელი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და "კრიოსფეროს ფონდის" მრჩეველმა რობინ ვუდჰედმა მოაწერეს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა აღნიშნა, კავკასიონის მყინვარების გათვალისწინებით, ქვეყნისთვის კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც კავკასიონის უნიკალური მყინვარები მდებარეობს, განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და ამ მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის გაღრმავება.დღეს, როდესაც მსოფლიო დგას კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მყინვარების სწრაფი დნობის გამოწვევების წინაშე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მჯერა, ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ახალ, მასშტაბურ სამეცნიერო მიღწევებს", - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

კრიოსფეროს ფონდი გლობალურად კრიოსფეროს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერაზე მუშაობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობა საქართველოში გლაციოლოგიური (მყინვარების შემსწავლელი) კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE