მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო შეიძენს სისტემას, რომელიც 5-6 კმ რადიუსში ათეულობით უპილოტო აპარატს გაანეიტრალებს - მდინარაძე
საქართველო შეიძენს სისტემას, რომელიც 5-6 კმ რადიუსში ათეულობით უპილოტო აპარატს გაანეიტრალებს - მდინარაძე

საქართველო შეიძენს სისტემას, რომელიც 5-6 კმ რადიუსში ათეულობით უპილოტო აპარატს გაანეიტრალებს - მდინარაძე

BM.GE1 ივლისი, 2026, 19:33|bm.ge

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაგეგმილია უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რომელიც 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული დრონის აღმოჩენასა და განეიტრალებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უწყებამ ბოლო პერიოდში ასევე განაახლა კავშირგაბმულობის სისტემა მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით. მან ხაზი გაუსვა სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოს და აღნიშნა, რომ დღეს სდსს უზრუნველყოფს 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებას.

„რადგან დღეს სხვადასხვა უწყებებზე ვსაუბრობ, ვსარგებლობ შემთხვევით და ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთხელ, დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის, ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას.

ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების - იგივე დაშიფრვის მქონე მოდულით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები. მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდანიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

BM.GE

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

BM.GE

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

BM.GE

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE