მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ჩაის ექსპორტი 734 ტონამდე შემცირდა - მთავარი ბაზარი მონღოლეთია
საქართველოდან ჩაის ექსპორტი 734 ტონამდე შემცირდა - მთავარი ბაზარი მონღოლეთია

საქართველოდან ჩაის ექსპორტი 734 ტონამდე შემცირდა - მთავარი ბაზარი მონღოლეთია

BM.GE5 აგვისტო, 2026, 13:29|bm.ge

2026 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტმა იკლო. ქვეყანამ 6 თვეში 1.4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 734 ტონა არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლის ჭრილში მოცულობაში 3%-იან, ხოლო ღირებულებაში 12%-იანი კლებაა. ოფიციალური მონაცემები მიანიშნებს, რომ საექსპორტო ფასი შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი ჩაის მოცულობაში 81%-ია (595) ტონა, დანარჩენი კი რეექსპორტს წარმოადგენს.

საქართველო ყველაზე მეტი მოცულობის ჩაის მონღოლეთში ყიდის, თუმცა ექსპორტიდან ყველაზე მეტი შემოსავალი თურქეთიდან ფიქსირდება. 6 თვეში ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზრები ასეთია:

• მონღოლეთი: 247 ტონა (229 ათასი $) • ყაზახეთი: 180 ტონა (108 ათასი $) • თურქეთი: 136 ტონა (597 ათასი $) • რუსეთი: 51 ტონა (44 ათასი $) • სომხეთი: 47 ტონა (87 ათასი $) • თურქმენეთი: 39 ტონა (71 ათასი $) • უკრაინა: 18 ტონა (29 ათასი $) • უზბეკეთი: 6 ტონა (85 ათასი $) • ლიეტუვა: 5 ტონა (46 ათასი $) • გერმანია: 2 ტონა (40 ათასი $)

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ჩაის ექსპორტი მზარდია, თუმცა მკვეთრად ჩამორჩება იმ რეკორდულ მაჩვენებელს რაც 2020-21 წლებში იყო [2300-2400 ტონის და 4.7-5.2 მლნ დოლარის შუალედში].

საქართველოდან ჩაის ექსპორტის წლების მიხედვით ასეთია:

• 2016 წელი: 1.6 მლნ აშშ დოლარი | 1 567 ტონა • 2017 წელი: 2.4 მლნ აშშ დოლარი | 2 270 ტონა • 2018 წელი: 3.6 მლნ აშშ დოლარი | 2 058 ტონა • 2019 წელი: 4.4 მლნ აშშ დოლარი | 2 099 ტონა • 2020 წელი: 5.2 მლნ აშშ დოლარი | 2 374 ტონა • 2021 წელი: 4.7 მლნ აშშ დოლარი | 2 440 ტონა • 2022 წელი: 4.4 მლნ აშშ დოლარი | 2 229 ტონა • 2023 წელი: 2.2 მლნ აშშ დოლარი | 1 522 ტონა • 2024 წელი: 2.9 მლნ აშშ დოლარი | 1 690 ტონა • 2025 წელი: 3.9 მლნ აშშ დოლარი | 1 791 ტონა • 2026 წელი (იანვარი-ივნისი): 1.4 მლნ აშშ დოლარი | 734 ტონა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო

BM.GE

"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

BM.GE

"საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის" მწვრთნელი და ნიგერიის მოქალაქე თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს - სუს

"საფეხბურთო კლუბ - გარდაბნის" მწვრთნელი და ნიგერიის მოქალაქე თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს - სუს

BM.GE

სპარსეთის ყურეში გემების მიმოსვლა სტაბილურია - რამდენმა გემმა გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე?

სპარსეთის ყურეში გემების მიმოსვლა სტაბილურია - რამდენმა გემმა გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე?

BM.GE