
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6-წლიან მინიმუმზეა
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6 წლიან მინიმუმზეა.
"საქსტატის" მონაცემებით, წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 11 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით განახევრებულია და ამასთან 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ელექტროენერგიის ექსპორტი
• 2021 წლის 7 თვე - 14.8 მლნ დოლარი • 2022 წლის 7 თვე - 64.7 მლნ დოლარი • 2023 წლის 7 თვე - 77.3 მლნ დოლარი • 2024 წლის 7 თვე - 45.8 მლნ დოლარი • 2025 წლის 7 თვე - 22.5 მლნ დოლარი • 2026 წლის 7 თვე - 11 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი
ამ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით 2023 წელი იყო გამორჩეული, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის გატანით მიღებული შემოსავალი 77.3 მლნ დოლარს აღემატებოდა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მონაცემებით კი, წელს 7 თვეში ექსპორტზე 235,76 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, აქედან 66,7 მლნ აზერბაიჯანზე მოდის, რომელიც ძირითადად ორი ქვეყნის სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას ასახავს.
169 მლნ კვტ.სთ-ის ექსპორტი კი თურქეთში მოხდა, რომელიც წელს დაბალი ფასის გამო ქართული კომპანიებისთვის მიმზიდველი არ იყო. ამ ფონზე ელექტროსისტემას გენერაციის ობიექტებისთვის წარმოების იძულებითი შეზღუდვა მოუხდა.
BM.GE
წყარო: bm.ge