
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 200 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამუშაოების შესრულების ვადა კი სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
"საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge