მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 23:32|bm.ge

საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების ექსპორტი იზრდება. საუბარია შინაური ფრინველის გაყინულ ხორცსა და საკვებად ვარგის ნაწილებზე, მათ შორის ქათმის ფეხებზე, ღვიძლზე, გულსა და კუჭზე.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ უცხოურ ბაზრებზე $28.3 მილიონი ღირებულების პროდუქტი გაიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტის ღირებულება $21.8 მილიონი იყო. შედეგად, ექსპორტი წლიურად 29.7%-ით გაიზარდა.

უფრო მაღალია ზრდა ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. 2026 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან 19 472 ტონა პროდუქტი გავიდა, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი - 13 412 ტონა. შესაბამისად, ექსპორტირებული მოცულობა 45.1%-ით, დაახლოებით 6 ათასი ტონით გაიზარდა.

ექსპორტის ძირითადი მიმართულებები რამდენიმე ბაზარზეა კონცენტრირებული. ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $12.2 მილიონი ღირებულების, 9 117 ტონა პროდუქტი გავიდა. მეორე ადგილზეა თურქმენეთი - $10.8 მილიონითა და 7 136 ტონით.

მხოლოდ ყაზახეთსა და თურქმენეთზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 81% მოდის - ამ ორ ქვეყანაში საქართველომ ჯამში $23 მილიონი ღირებულების პროდუქტი გაიტანა. მესამე უმსხვილესი ბაზარი სომხეთია, სადაც ექსპორტმა $3 მილიონი და 1 769 ტონა შეადგინა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - $1.5 მილიონი და 919 ტონა.

დანარჩენ საექსპორტო ბაზრებზე გაცილებით მცირე მოცულობები ფიქსირდება. გვინეაში საქართველოდან $192 ათასი, ერაყში $151 ათასი, ლიბერიაში $104 ათასი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში $54 ათასი, უზბეკეთში $48 ათასი, ხოლო განაში $27 ათასი ღირებულების პროდუქტი გავიდა.

ექსპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში გაყინული ქათმის ხორცისა და სუბპროდუქტების იმპორტიც მატულობს. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტის ღირებულებამ $84.1 მილიონი შეადგინა, გასული წლის იმავე პერიოდში კი $73.2 მილიონი იყო. შესაბამისად, იმპორტი 14.8%-ით გაიზარდა. რაოდენობის მიხედვითაც ზრდა 14.4%-ია - 48 765 ტონიდან 55 831 ტონამდე.

საქართველოს ბაზრის მთავარი მომწოდებელი ჩინეთია. წლის პირველ რვა თვეში ჩინეთიდან ქვეყანაში $29.3 მილიონი ღირებულების, 17 633 ტონა პროდუქტი შემოვიდა. მეორე ადგილზეა უკრაინა $19.3 მილიონითა და 11 057 ტონით, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილია - $9.3 მილიონითა და 7 624 ტონით.

მნიშვნელოვანი მოცულობის პროდუქტი შემოვიდა ასევე აშშ-დან - $7.8 მილიონი, თურქეთიდან - $7.2 მილიონი და ნიდერლანდებიდან - $5.5 მილიონი. იმპორტის სხვა მომწოდებლებს შორის არიან საფრანგეთი, რუსეთი, ბელგია და პოლონეთი.

ჩინეთის, უკრაინისა და ბრაზილიის წილი მთლიან იმპორტში დაახლოებით 69%-ს შეადგენს. თუმცა, ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის მიმართულებები უფრო ფართოდ არის გადანაწილებული რამდენიმე ქვეყანაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიზინგის სექტორი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ლიზინგის სექტორი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

BM.GE

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

კორუფცია მსოფლიოსა და საქართველოში - ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები

BM.GE

„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

„დაფნამ“ ფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს?

BM.GE

რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი რეგიონში | "ონუკა"

რაჭა კვლავ რჩება "პერსპექტივების მხარედ" - რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი რეგიონში | "ონუკა"

BM.GE