მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2029 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2029 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2029 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა

BM.GE21 მაისი, 2026, 14:40|bm.ge

საქართველოდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 3 წლით, 2029 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს აკრძალვა ძალაში 2023 წლის მაისიდან ამოქმედდა და ის ძალაში იყო 2026 წლის პირველ მაისამდე, ახლა კი ის დამატებით სამი წლით გახანგრძლივდა.

მთავრობამ კატალიზატორების ექსპორტი ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით აკრძალა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, აკრძალულია შემდეგი დასახელებების საქონლის ექსპორტი:A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა;B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები;16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა)16 08 07 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით. წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი - 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით.საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:● 2015 - 92,122 კგ. ღირებულება 6,297,318 დოლარი;● 2016 - 60,505 კგ. ღირებულება 3,594,713 დოლარი;● 2017 - 61,579 კგ. ღირებულება 3,654,629 დოლარი;● 2018 - 89,672 კგ. ღირებულება 7,291,708 დოლარი;● 2019 - 111,190 კგ. ღირებულება 11,709,724 დოლარი;● 2020 - 86,999 კგ. ღირებულება 16,794,165 დოლარი;● 2021 - 122,092 კგ. ღირებულება 31,082,823 დოლარი;● 2022 - 67,790 კგ. ღირებულება 15,986,269 დოლარი.

2023 წლიდან კი ექსპორტი სრულად აიკრძალა.კატალიზატორების ძირითადი წყარო ქვეყანაში შემოსული მეორადი ავტომობილებია, რომლებსაც მეპატრონეები/რეალიზატორები დამატებითი შემოსავლების მისაღებად კატალიზატორებს ხსნიან. კატალიზური კონვერტერების ღირებულებას მასში შემავალი ფერადი ლითონები განაპირობებს, მათ შორის არის პალადიუმი, როდიუმი და პლატინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვსფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE