მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს – შსს
საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს – შსს

საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს – შსს

BM.GE5 მაისი, 2026, 15:18|bm.ge

საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაძევებულთა შორის არიან თურქმენეთის, ინდოეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები – ჯამში 101 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტმა თითქმის იმავე რაოდენობის არალეგალი უცხოელი გააძევა ქვეყნიდან, რაც მთლიანად გასული წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად საქართველოდან ჯამში 1 311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უცხო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევესფორმულა
  • აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენნეტგაზეთი
  • ხალხი ვერ დადგება იმ აგენტურის მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
უცხო →

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE