მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ 3 თვეში პომიდვრის იმპორტში $5.29 მლნ გადაიხადა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
საქართველომ 3 თვეში პომიდვრის იმპორტში $5.29 მლნ გადაიხადა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

საქართველომ 3 თვეში პომიდვრის იმპორტში $5.29 მლნ გადაიხადა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

BM.GE1 მაისი, 2026, 02:22|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში პომიდვრის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასები გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანამ $5.29 მლნ-ის ღირებულების 7 242 ტონა პომიდორი შეიძინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $5.36 მლნ-ს და 7 522 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 1.1%-ით, ხოლო მოცულობა 3.7%-ით არის შემცირებული.

მიუხედავად ამისა, ერთ ტონა პომიდორზე გადახდილი საშუალო ფასი გაიზარდა. თუ 2025 წლის პირველ კვარტალში 1 ტონა საშუალოდ 712 დოლარი ღირდა, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 731 დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 2.6%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.

იმპორტის სტრუქტურაში კვლავ დომინირებს თურქეთი, საიდანაც საქართველოში $4 მლნ-ის ღირებულების 5 644 ტონა პომიდორი შემოვიდა. მას მოსდევს თურქმენეთი ($858 ათასი, 1 053 ტონა), ირანი ($231 ათასი, 334 ტონა), აზერბაიჯანი ($137 ათასი, 199 ტონა) და იორდანია ($6 ათასი, 10 ტონა).

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან პომიდვრის ექსპორტი ღირებულებაში გაიზარდა, თუმცა მოცულობა შემცირდა. კერძოდ, იანვარ-მარტში ექსპორტმა $1.49 მლნ და 973 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში $1.36 მლნ და 1 004 ტონა იყო. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება 10.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 3%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ქართული პომიდვრის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა.

ქართული პომიდვრის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც $1.36 მლნ-ის ღირებულების 848 ტონა პროდუქცია გავიდა. ექსპორტი განხორციელდა ასევე რუსეთში - $142 ათასი, 125 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE