მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ ავტოექსპორტი ირანში გაააქტიურა, სხვა ძირითად ბაზრებზე მკვეთრი ვარდნაა - TOP-10
საქართველომ ავტოექსპორტი ირანში გაააქტიურა, სხვა ძირითად ბაზრებზე მკვეთრი ვარდნაა - TOP-10

საქართველომ ავტოექსპორტი ირანში გაააქტიურა, სხვა ძირითად ბაზრებზე მკვეთრი ვარდნაა - TOP-10

BM.GE19 მაისი, 2026, 20:00|bm.ge

2026 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ავტოექსპორტის სექტორში მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება - ჯამურად ექსპორტირებულია 537 მილიონი დოლარის ღირებულების 20,994 ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით, ანუ 217 მილიონი დოლარით (8,492 ავტომობილით) ნაკლებია. კლების უმთავრესი მიზეზია ცენტრალური აზიის ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის მკვეთრი შემცირება.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითად ბაზრებზე არსებული კლების პარალელურად, ექსპორტი გააქტიურდა ირანში, სადაც უკვე ორ თვეზე მეტია ომია. უფრო დეტალურად, თუკი 2025 წლის იანვარ-აპრილში ირანში მხოლოდ 1 ავტომობილის ექსპორტი დაფიქსირდა 40 ათასი დოლარის ოდენობით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ავტომობილების რიცხვმა 825-ს მიაღწია, ჯამურმა ღირებულებამ კი 14 მილიონ დოლარს.

ასევე ექსპორტი გაზრდილია ტაჯიკეთში 187%-ით, სადაც იანვარ-აპრილში 28 მილიონი დოლარის ღირებულების 1,732 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. მატებაა სომხეთის ბაზარზეც 56%-ის ოდენობით (25 მლნ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აპრილის ავტოექსპორტის შედეგები:

# ქვეყნები მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით 1 ყირგიზეთი $262 6,420 $40.8 -36% 2 ყაზახეთი $124 7,875 $15.7 -44% 3 აზერბაიჯანი $50 1,458 $34.4 -37% 4 ტაჯიკეთი $28 1,732 $16.2 187% 5 სომხეთი $25 888 $27.7 56% 6 ირანი $14 825 $16.5 წინა წელს მხოლოდ 1 ავტომობილი იყო ექსპორტირებული 7 უზბეკეთი $13 641 $19.6 42% 8 არაბთა გაერთიანებული საამიროები $6 20 $294.2 261% 9 მოლდოვა $4 315 $13.6 293% 10 უკრაინა $3 334 $10.0 61%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE